Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.155-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 1.352 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 777, კახეთი – 669, შიდა ქართლი – 306, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 299, ქვემო ქართლი – 287, აჭარა – 143, მცხეთა-მთიანეთი – 96, გურია – 95, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.507 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624.688-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 40 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.657-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 49.966 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.895 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.201, იმერეთში – 1.264, აჭარაში – 501.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 22 ოქტომბერი
1.427 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 302 პირი, მათგან თბილისში – 166, იმერეთში – 30, აჭარაში – 26. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.003 ადამიანი, მათ შორის 549 – თბილისში, 241 – აჭარაში. 43.068 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი, ყველა – თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38.268 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.155-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0