Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 22 ოქტომბერი

© Pixabay / photo: Pixabay / fernandozhiminaicelaტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 624.688 ადამიანი. ჩატარებულია 1.938.274 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.309 ადამიანი.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.155-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 624.688 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.507), გარდაიცვალა – 9.657 (ბოლო 24 საათში – 40). კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.895 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.003 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 49.960 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.008, PCR–ტესტით – 17.952.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
სულ ჩატარებულია 1.938.274 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.309 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0