https://sputnik-georgia.com/20211022/hawvalis-sabagiro-swrafi-svanetsi-kurorti-261409485.html
ექვსი მეტრი წამში – სვანეთში ყველაზე სწრაფი საბაგირო იმუშავებს
ექვსი მეტრი წამში – სვანეთში ყველაზე სწრაფი საბაგირო იმუშავებს
Sputnik საქართველო
გონდოლის ტიპის ახალი საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T17:53+0400
2021-10-22T17:53+0400
2021-10-22T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24366/90/243669085_0:56:1080:664_1920x0_80_0_0_191befcaf26c989d3e93e9002f441920.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სვანეთში ჰაწვალის ზამთრის კურორტზე ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი – საქართველოში ყველაზე სწრაფ საბაგირო გზას 2021 წლის ბოლომდე ააშენებენ.ჰაწვალი–ზურულდის ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზის ასაშენებლად მთავრობამ 34 მლნ ლარი გამოყო.მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარე ჰაწვალი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის 2011 წლიდან ფუნქციონირებს.Doppelmayr-ის ჯგუფი საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების კომპანიასთან 1986 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად შენდება ათადგილიანი გონდოლის ტიპის საბაგირო გზა. მისი სიჩქარეა 6 მეტრი წამში. ჰაწვალის მთაზე ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, განაცხადა Doppelmayr-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში ნიკოლოზ გრძელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.ახალი სეზონი, ახალი წესებიმთის კურორტებისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდა, რომლებიც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.ახალი რეგულაციების თანახმად, დახურული საბაგირო გონდოლით, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამავე დროს უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროებისა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას და მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
https://sputnik-georgia.com/20211021/mtis-kurortebze-zamtris-sezonze-axali-regulaciebi-dawesdeba-261372584.html
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24366/90/243669085_120:0:1080:720_1920x0_80_0_0_ad1db3ff28591fa4ee3497e2d2255fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, სვანეთი
ექვსი მეტრი წამში – სვანეთში ყველაზე სწრაფი საბაგირო იმუშავებს
17:53 22.10.2021 (განახლებულია: 21:40 22.10.2021) გონდოლის ტიპის ახალი საბაგირო გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სვანეთში ჰაწვალის ზამთრის კურორტზე ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი – საქართველოში ყველაზე სწრაფ საბაგირო გზას 2021 წლის ბოლომდე ააშენებენ.
ჰაწვალი–ზურულდის ახალი ულტრათანამედროვე საბაგირო გზის ასაშენებლად მთავრობამ 34 მლნ ლარი გამოყო.
მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარე ჰაწვალი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში. ის 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
Doppelmayr-ის ჯგუფი საქართველოს ზამთრის კურორტების განვითარების კომპანიასთან 1986 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად შენდება ათადგილიანი გონდოლის ტიპის საბაგირო გზა. მისი სიჩქარეა 6 მეტრი წამში. ჰაწვალის მთაზე ასვლა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, განაცხადა Doppelmayr-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში ნიკოლოზ გრძელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ახალი სეზონი, ახალი წესები
მთის კურორტებისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდა, რომლებიც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.
ახალი რეგულაციების თანახმად, დახურული საბაგირო გონდოლით, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამავე დროს უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროებისა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას და მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.