მთის კურორტებზე ზამთრის სეზონზე ახალი რეგულაციები დაწესდება

© photo : courtesy of TBC BANK / FBზამთრის კურორტი
ზამთრის კურორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
მთის კურორტებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. მთის კურორტებისთვის ახალი რეგულაციები შემუშავდა, რომლებიც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ახალი რეგულაციების თანახმად, დახურული საბაგირო გონდოლით, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას და მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.

„სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, ტურიზმის სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც, თავის მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობდა კერძო სექტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი რეგულაციების შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.
„საქართველო აქტიურად ემზადება მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის და ამ მიზნით კოვიდ-რეგულაციებს მკაცრად დაიცავს“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, სიახლე ხელს შეუწყობს კურორტებზე არსებულ ღია და დახურული ტიპის საბაგიროებზე მგზავრთა გამტარუნარიანობის ზრდას.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროების უსაფრთხო ოპერირებისთვის შემუშავებული რეგულაციების გადახედვის საკითხი უკვე დააყენა, რასაც საბჭომაც მხარი უკვე დაუჭირა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძსა და მესტიაში გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნა იყო დაშვებული.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი, როგორც წესი, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0