Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ღარიბაშვილი: ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს დიდ ნაწილში, ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ინდური შტამი, რომელიც ბრიტანულ და ჩინურ შტამებთან შედარებით გაცილებით აგრესიულია.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ქვეყანაში ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, პრევენციისთვის კი ერთადერთი გზა ვაქცინაციაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში ვაქციანიაციასთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. მან მოუწოდა მოსახლეობას, არ დაუჯერონ აღნიშნულ ინფორმაციას, ვინაიდან ვაქცინა უსაფრთხოა.

„აბსოლუტურად უსაფრთხოა ვაქცინა, რაც მთავარია, ვაქცინა გვიცავს სიკვდილისგან. ეს ხომ დადასტურდა. დავუჯეროთ მეცნიერებს და ფაქტებს. ავიცრათ და ამით დავიცვათ საზოგადოების თითოეული წევრი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ დროისათვის ქვეყანაში ვაქცინების საკმაო რაოდენობაა, ახლო მომავალში კი დამატებით Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა შემოვა.
ამ ეტაპზე საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 22 ოქტომბერი
საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით დაიწყო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა, უარის თქმა მასობრივ თავშეყრებზე და დროული ვაქცინაცია.
ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასაძლევად საჭიროა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70-80%-ის ვაქცინაცია.
22 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.938.274 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.020.110 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 35,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 917.638 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 32,1%. 21 ოქტომბერს აიცრა 5.309 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 4.155 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 684.337-ს მიაღწია. გარდაიცვალა 40 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0