https://sputnik-georgia.com/20211022/garibashvili-opozicias-gamarjvebis-shemtxvevashi-perspeqtiva-ar-aqvs-261409324.html
პრემიერი: ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების შემთხვევაშიც კი პერსპექტივა არ აქვთ
პრემიერი: ოპოზიციის კანდიდატებს გამარჯვების შემთხვევაშიც კი პერსპექტივა არ აქვთ
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში რომც გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატებმა, ისინი მაინც ვერაფერს მიაღწევენ, განაცხადა... 22.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-22T17:36+0400
2021-10-22T17:36+0400
2021-10-22T20:49+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში რომც გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატებმა, ისინი მაინც ვერაფერს მიაღწევენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერმა სენაკში, სადაც თვითმმართველობის პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატმა დაამარცხა, თუმცა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ ხმების 40,2% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კობა ნაყოფიამ კი 42,3%.სწორედ ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს, თუ რა თანხას მიიღებს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი.გარდა ამისა, არჩეული მერი და მის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, არჩევნების პირველი ტურის შედეგებით კი საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს.ადრე ამაზე აქცენტი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც, რომელიც ახლა მეორე ვადით იყრის კენჭს. მან სასაცილო უწოდა იმ ფაქტს, რომ მისმა მთავარმა კონკურენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაცია გამართა.თუმცა ოპოზიცია ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თუ საკრებულოს უმრავლესობა დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას ჩააგდებს, როგორც ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა განმარტა, მაშინ მერს უფლება ექნება მთავრობის წევრები სამთვიანი ვადით თავად დანიშნოს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში საკრებულო წარდგენილ მთავრობას არ დაამტკიცებს – ეს მარცხის აღიარებაა. მოქალაქეები სიმართლის მხარეზე დადგებიან“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კოალიციურ მთავრობაში ვიცე-მერის პოსტზე წარადგინეს.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარდება.
https://sputnik-georgia.com/20211021/kalaze-koaliciur-mtavrobaze-esaa-dashlili-nacmozraoba-261376490.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნების მეორე ტურში ყველა მუნიციპალიტეტში რომც გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატებმა, ისინი მაინც ვერაფერს მიაღწევენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ასეთი კომენტარი გააკეთა პრემიერმა სენაკში, სადაც თვითმმართველობის პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატი ოპოზიციის კანდიდატმა დაამარცხა, თუმცა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ გადელიამ ხმების 40,2% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა კობა ნაყოფიამ კი 42,3%.
„ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე მას უბრალოდ პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თავის მოტყუება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სწორედ ცენტრალური ხელისუფლება წყვეტს, თუ რა თანხას მიიღებს ესა თუ ის მუნიციპალიტეტი.
გარდა ამისა, არჩეული მერი და მის მიერ წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, არჩევნების პირველი ტურის შედეგებით კი საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს.
ადრე ამაზე აქცენტი გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემაც, რომელიც ახლა მეორე ვადით იყრის კენჭს. მან სასაცილო უწოდა იმ ფაქტს, რომ მისმა მთავარმა კონკურენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაცია გამართა.
თუმცა ოპოზიცია ამაში პრობლემას ვერ ხედავს. თუ საკრებულოს უმრავლესობა დასამტკიცებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას ჩააგდებს, როგორც ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა განმარტა, მაშინ მერს უფლება ექნება მთავრობის წევრები სამთვიანი ვადით თავად დანიშნოს.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში საკრებულო წარდგენილ მთავრობას არ დაამტკიცებს – ეს მარცხის აღიარებაა. მოქალაქეები სიმართლის მხარეზე დადგებიან“, – განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კოალიციურ მთავრობაში ვიცე-მერის პოსტზე წარადგინეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარდება.