https://sputnik-georgia.com/20211021/kalaze-koaliciur-mtavrobaze-esaa-dashlili-nacmozraoba-261376490.html
კალაძე კოალიციურ მთავრობაზე: ეს არის დაშლილი და შეერთებული „ნაცმოძრაობა“
კალაძე კოალიციურ მთავრობაზე: ეს არის დაშლილი და შეერთებული „ნაცმოძრაობა“
Sputnik საქართველო
ნიკა მელიამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T18:00+0400
2021-10-21T18:00+0400
2021-10-21T22:19+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259556973_0:192:1857:1238_1920x0_80_0_0_93fa829d0cfed372f3ea64e340c7f8dc.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კოალიციური მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარადგინა გუნდი, რომელიც, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს.კალაძის შეფასებით, აღნიშნული კოალიციური მთავრობის შემადგენლობა არის „დაშლილი და შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“.როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც დღის წესრიგში დგას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად გაეცეს პასუხი.მისივე განცხადებით, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს. „სასაცილოა, როდესაც ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს თანამდებობებზე მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვიცე-მერების პოსტებზე დასახელდნენ: მამუკა ხაზარაძე („ლელო საქართველოსთვის“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“).საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
https://sputnik-georgia.com/20211020/nika-meliam-crdilovani-ministrta-kabineti-waradgina-261347447.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259556973_252:162:1687:1238_1920x0_80_0_0_0f68f5cb557d6ffe7bfd771f55463596.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კალაძე კოალიციურ მთავრობაზე: ეს არის დაშლილი და შეერთებული „ნაცმოძრაობა“
18:00 21.10.2021 (განახლებულია: 22:19 21.10.2021) ნიკა მელიამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კოალიციური მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური პერფორმანსი უწოდა.
გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარადგინა გუნდი, რომელიც, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
კალაძის შეფასებით, აღნიშნული კოალიციური მთავრობის შემადგენლობა არის „დაშლილი და შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“.
„ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, ვერც რეკრეაციულ სივრცეებს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტული გაკეთებული საქმეები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბოლო 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც დღის წესრიგში დგას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად გაეცეს პასუხი.
მისივე განცხადებით, თბილისის საკრებულოში უმრავლესობა პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს და დედაქალაქის მთავრობასაც ის დაამტკიცებს.
„სასაცილოა, როდესაც ადამიანი გამოდის და წარადგენს კონკრეტულ პირებს თანამდებობებზე მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი. როდესაც მე გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ისინი უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვიცე-მერების პოსტებზე დასახელდნენ: მამუკა ხაზარაძე („ლელო საქართველოსთვის“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“).
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.