Forbes: საქართველოში კარგია არა მარტო დასვენება, არამედ მუშაობაც

© photo: Sputnikტურისტები ჯვარზე
ტურისტები ჯვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
სტატიაში ასევე მოთხრობილია იმერული, კახური, სვანური სამზარეულოს, ქართული ღვინის მომზადების წესების და ქვევრის 8 ათასწლოვანი ისტორიის შესახებ.
თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „რატომ არის კავკასიის ეს მხარე ერთნაირად იდეალური როგორც დასვენებისთვის, ისე მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობს“ – ასე ჰქვია სტატიას საქართველოზე, რომელიც გავლენიან გამოცემა Forbes-ში გამოქვეყნდა.
სტატიის ავტორმა რანა გუდმა (Rana Good) მკითხველს საქართველოს ტურისტულ ადგილებზე, მის ბუნებაზე, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე, ტრადიციულ სამზარეულოსა და ღვინოზე მოუთხრო.
სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის ციტატა „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ.

„ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელისაწვდომი Wi-Fi, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი იზიდავს ადამიანებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ. თბილისი აღნიშნული პროექტის მონაწილეთათვის ძალზე პოპულარული გახდა, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, რის შედეგადაც 3 ათასზე მეტმა ადამიანმა გააკეთა განაცხადი და ათასზე მეტმა ასპირანტმა მოინახულა ქვეყანა. ამ პროექტმა დადებითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატიის ავტორის თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია იპოვოს რაღაც „თავისი“ – პლაჟის, მთების, ღვინის, კულინარიის მოყვარულებს შეუძლიათ იმოგზაურონ საქართველოში და ამით ცხოვრებისეული გამოცდილება და სიამოვნება მიიღონ.
ტურისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
რომელი ქვეყნიდან სტუმრობდა ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოს – ახალი სტატისტიკა
„თუ თქვენ ამ ქვეყანას შეიყვარებთ და მოისურვებთ დიდი ხნით დარჩენას, ეს ძალზე ადვილია, საქართველოს უნიკალური სავიზო რეჟიმი აქვს, რომელიც უცხოელებს შესაძლებლობას აძლევს ერთ წლამდე ვადით დარჩნენ ქვეყანაში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე მოთხრობილია იმერული, კახური, სვანური სამზარეულოს, ქართული ღვინის მომზადების წესების და ქვევრის 8 ათასწლოვანი ისტორიის შესახებ.
Forbes-ის ჟურნალისტი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0