დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ოქტომბერი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 22ოქტომბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ინტუიციას მოუსმინეთ. მისი წყალობით შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მირება და რთული სიტუაციების თავიდან არიდება. ძველი ნაცნობები იოლად პოულობენ საერთო ენას, ახლად გაცნობილებთან კი ჭის ურთიერთობები. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა სწავლისა და შრომისთვის, მეორე ნახევარი კი არაერთ კარგ იდეას მოიტანს, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება და ფანტაზიაა საჭირო.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ოქტომბერი>>
ვერძი: ბევრ რამეზეა კარგად დაფიქრება საჭირო, რადგან ზედაპირზე არ დევს არც კარგი იდეები და არც რთულ კითხვებზე პასუხები. სჯობს, საკუთარ ინტუიციას ენდოთ, ვიდრე სხვების რჩევები გაითვალისწინოთ. დღის პირველი ნახევრის გატარება საქმიანობაში მოგიწევთ, მეორე ნახევარი კი დასვენებისა და სასიამოვნო დროის გატარების საშუალებას მოგცემთ. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრებისთვის. გელოდებათ სიურპრიზები.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
კურო: მზად იყავით იმისთვის, რომ სხვების საქმეების გაკეთება შეიძლება მოგიწიოთ. ისე აეწყობა ვითარება, რომ თქვენ გარეშე გარშემომყოფები საქმეებს ვერ გაუმკლავდებიან. ამან შეიძლება თქვენს გეგმებზე იმოქმედოს, მოგიოთ საქმეების გადადება. ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან უფრო თბილი გახდება. თავდაჯერებულობა არ გაკლიათ, იცით, რომ ისინი არაფერს გიმალავენ. ეჭვი არ გეპარებათ მიღებულ გადაწყვეტილებებში.
ტყუპი: სანერვიულო არაფერი გაქვთ. დღე საკმაოდ იღბლიანად აეწყობა, ბევრი რამ კარგად გამოგივათ. შეგიძლიათ შეეჭიდოთ რთულ საქმეებს, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს დეტალებისადმი. კარგი დროა სამუშაო საკითხების განსახილველად. ბევრს მოსწონს თქვენი იდეები. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იგრძნობა პირად ურთიერთობებშიც. ახლობელი ადამიანები კარგი ახალი ამბებით გაგახარებენ.
კირჩხიბი: დღეს შეგწევთ უნარი, რომ საკუთარი მოსაზრება დაიცვათ და ამასთან, სხვებიც გადმოიბიროთ თქვენ მხარეს, შესამჩნევად განიმტკიცოთ პროფესიული პოზიციები. შესაძლებელია ბევრი საკითხის მშვიდად განხილვა. ადვილია შეთანხმება არა მხოლოდ სამუშაო საკითხებზე, არამედ ახლობელ ადამიანებთანაც. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა გეგმების დასაწყობად. ხშირად ახერხებთ ზუსტ გათვლას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
მისტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც მომავლის განჭვრეტის უნარი გააჩნიათ
ლომი: იმდენად მიზანსწრაფული ხართ, რომ არანაირი დაბრკოლება არ შეგაშინებთ და შეუძლებელს შეძლებთ. ვერავინ დაგაბრკოლებთ და გზიდან ვერ გადაგახვევინებთ. გარდა საკუთარი მიზნების მიღწევისა, სხვებსაც დაეხმარებით გამარჯვების მოპოვებაში. კარგად ჩაივლის მგზავრობა. თუ ხანმოკლე მოგზაურობაში წახვალთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ეს თქვენს ურთიერთობებზე ძალიან დადებითად აისახება.
ქალწული: შესაფერისი დღეა სამუშაოზე საუბრის, პროფესიული გეგმების განხილვისთვის. ირგვლივ მყოფები ყურადღებით გისმენენ, რადგან ხშირად ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ყურადღებას არ აქცევენ. გარშემომყოფებისთვის ცხადი ხდება, რომ შეგიძლიათ არა მხოლოდ დამოუკიდებლად მუშაობა, არამედ სხვების ხელმძღვანელობაც. საქმიანი ურთიერთობები ნაკლებად ფორმალური გახდება და შეიძლება რომანტიკულ კავშირად იქცეს.
სასწორი: ზედმეტი არაფერი წამოგცდეთ. არაა შესაფერისი დღე სხვებთან (გარდა ძალიან ახლობელი ადამიანებისა) გულახდილობისთვის, სერიოზული პრობლემების განხილვისთვის, სამომავლო გეგმებზე მსჯელობისთვის. ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ კამათს აარიდოთ თავი. სამაგიეროდ, მოსალოდნელია უჩვეულო თანხვედრები, საკვირველი მოვლენები, რომლებიც ახალ იდეებს გაგიჩენთ და გიკარნახებთ, რა გზით უნდა წახვიდეთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2020
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ
მორიელი: ხელსაყრელი დღეა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი მოკავშირეებისთვისაც. მშვენივრად უმკლავდებით საკუთარ საქმეებს და მხარს უჭერთ მეგობრებსა და თანამშრომლებს. ბევრი მიხვდება, რომ თქვენთან მტრობა არ ღირს, თანამშრომლობით კი ბევრი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. ყველას არ ენდოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც დაჟინებით ცდილობს თქვენი სიმპათიის მოპოვებას. რომანტიკულ ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ, რომელიც საყვარელი ადამიანის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი იდეებისა და მნიშვნელოვანი აღმოჩენების დღეა. გრძნობთ, რომ ბევრი რამის შეცვლა შეგიძლიათ. ამას გარშემომყოფებიც ხვდებიან, ამიტომ მოკავშირეების მოძებნა არ გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია უჩვეულო ნაცნობობა, შესაძლოა, საქმიანი, მაგრამ ის მომავალში შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირად ჩამოყალიბდეს. შესაძლებელია იღბლიანი გარიგებების დადება. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.
თხის რქა: სჯობს, არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. ცოტა ხანს დაიცადეთ და ხელსაყრელი დრო ამისთვის მალე დადგება. კარგად გადაწყდება ფინანსური საკითხები, მათ შორის ისეთი, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. გაჩნდება საქმეებთან დაკავშირებული ახალი გეგმები. დღის მეორე ნახევარში ძალიან სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ თქვენთვის ძვირფასი ადამიანის შესახებ.
ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ
მერწყული: დიპლომატიური მოლაპარაკებების დღეა, მინიშნებების, რომელთა მიხედვით უნდა იმოქმედოთ, ასევე სიახლეების, რომელთა სხვებისთვის გაზიარება არ უნდა იჩქაროთ. ინფორმაციის მისაღებად, კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, გარშემომყოფებთან კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად შრომა მოგიწევთ. კარგი დღეა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. კარგად გამოგივათ საქმეები, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.
თევზები: დღე შეიძლება რამდენადმე რთულად დაიწყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფინანსური საკითხების მოგვარებას ცდილობს. სიტუაციაში ყოველთვის სწრაფად ვერ გაერკვევით. საბედნიეროდ, გვერდით აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად იღბლიანად წარიმართება. ბევრ რამეში გაგიმართლებთ. შესანიშნავად გაუმკლავდებით საქმეებს. გელოდებათ სასიამოვნო სიახლეები.
ყველა ახალი ამბავი
0