დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ოქტომბერი

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 21ოქტომბერია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
დილით საქმიანობა ცოტა გართულებული იქნება. ძნელია აზრების მოკრება, ამოცანები ძალიან რთული ჩანს. მაგრამ ჯობია, მოქმედება პატარ–პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ და არ გადადოთ ის, რის გაკეთებაც დღის პირველ ნახევარში შეიძლება. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. იფიქრეთ მომავალზე, დააწყვეთ გეგმები, საღამოს ბევრს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი>>
ვერძი: საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება შეცდომებს აგარიდებთ თავიდან და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. არაერთმნიშვნელოვა სიტუაციებში გარკვევაში მოვლენებისადმი რეალისტური მიდგომა დაგეხმარებათ. კარგი დღეა სახელმწიფო დაწესებულებებში ვიზიტებისთვის, დოკუმენტების გასაფორმებლად. ახლობლებთან ურთიერთობებში უკეთესობისკენ ცვლილებებია მოსალოდნელი.
თავდაჯერებული ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
პატარა „ეშმაკუნები“ – ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მასწავლებლებს „სისხლს უშრობენ“
კურო: ყურადღებიანი ხართ ირგვლივ განვითარებული მოვლენებისადმი, ამჩნევთ წვრილმანებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. დღეს გაგებული რაღაც ინფორმაცია მალე გამოგადგებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებისას. კარგად უმკლავდებით საკუთარ საქმეებს და არც სხვების დახმარება გავიწყდებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყებაც.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, მოკავშირეების მოსაძებნად. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ ადამიანები, მათ შორის მეტოქეები, თქვენ მხარეს გადმოიბიროთ. რასაც ხელს მოჰკიდებთ, შემოქმედებითად ეკიდებით. მნიშვნელოვანი საკითხები დღის მეორე ნახევარში განიხილეთ. პირად ცხოვრებაში სერიოზული ნაჩქარევი ნაბიჯების გადადგმა დღეს არ ღირს. ამან ურთიერთობები შეიძლება დაამძიმოს.
კირჩხიბი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ ურთულესი ამოცანების შესრულებას. გაჩნდება ძველი იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობები. ასევე შესაფერისი დროა გაუგებრობების, რაღაც პრობლემის გამო შეწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ცდილობთ ცხოვრებაში სიახლის შეტანას. შესაძლებელია შეხვედრა სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, რაც დიდ სიამოვნებას მოგიტანთ.
თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2019
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
ლომი: დღის დასაწყისში მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი, გაუგებრობები, რომლებმაც შეიძლება კალაპოტიდან ამოგაგდოთ, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. არ ინერვიულოთ, რადგან საბოლოოდ ყველაფერი თქვენთვის სასიკეთოდ განვითარდება, მაგრამ უნდა მოითმინოთ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. ადვილი გახდება გარშემომყოფებთან ურთიერთობები.
ქალწული: რეალურად უყურებთ განვითარებულ მოვლენებს, სწორად აფასებთ მას, არ ეგებით პროვოკაციებზე და მხოლოდ მართლა საიმედო ადამიანებს ენდობით. სწორედ ამიტომ დღე წარმატებულად ჩაივლის. დღის მეორე ნახევარი კარგი დრო მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, იქნება ეს სამუშაო და პირადი საკითხების მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის. გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
სასწორი: თუ არ აჩქარდებით, ბევრ რამეს მოასწრებთ. ყველაზე მარტივი საკითხების გადაწყვეტაც კი ყოველთვის არ ხერხდება სწრაფად. მოთმინებით აღიჭურვეთ და არ ინერვიულოთ – ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოგივათ. დღეს ბევრს სურს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ ყველა სანდო ადამიანი არ არის, ამიტომ ყველასთან გულღია ნუ იქნებით. სერიოზულ საკითხები მხოლოდ ძალიან ახლობელ და სანდო ადამიანებს გაანდეთ.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა. გამოცდილების წყალობით შეცდომას არც თქვენ დაუშვებთ და სხვებსაც დაეხმარებით ამის თავიდან აცილებაში. კარგი დღეა ხანგრძლივი თანამშრომლობის განსახილველად. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს სიყვარული გამოუტყდეთ, გადაჭრათ პირადი პრობლემები და ცხოვრებით დატკბეთ.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ – ეს ის დღე არაა, როცა გადაწყვეტილებები საჩქაროდ უნდა მიიღოთ ან ჩანაფიქრი სწრაფად განახორციელოთ. ხანდახან ყველაზე მარტივ საქმეებსაც კი მეტი დრო მიაქვს. თანხასთან დაკავშირებით ყურადღებაა საჭირო, რომ ფული ქარს არ გაატანოთ – დღეს ფულის ხარჯვის ძლიერი სურვილი გაქვთ. პირად ცხოვრებაშიც არ უნდა იჩქაროთ, მაგალითად, მარადიულ სიყვარულს არ დაჰპირდეთ არავის. ჯერ საკუთარ გრძნობებში დარწმუნდით.
თხის რქა: მარტივი დღე არ გელოდებათ, მაგრამ სირთულეები, რომლებსაც ვერ გადალახავთ, არ გაჩნდება. ყოველთვის წარმატებული არაა გადაწყვეტილებები, რომლებიც პირველად გაგიჩნდებათ თავში. სჯობს, არ აჩქარდეთ და კარგად შეისწავლოთ ყველაფერი. არ მოგერიდოთ რჩევის კითხვა გამოცდილი ადამიანებისთვის. გაგახარებთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობები. საღამო კარგი დროა ოჯახური საკითხების განსახილველად.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...
მერწყული: შეიძლება გაჩნდეს ახალი საქმეები, ამოცანები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს. თქვენ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, მაგრამ გეგმების შეცვლა მოგიწევთ, რაც მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. სამუშაო საკითხების განხილვა ყოველთვის მშვიდად და კონსტრუქციულად არ ჩაივლის, თუმცა სერიოზული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებთ.
თევზები: რასაც არ უნდა გეგმავდეთ დღეს, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დილითვე უნდა გააკეთოთ. არ გადადოთ შეხვედრები, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა კი დღის მეორე ნახევარში ჯობია. ამ დროისთვის საკმარისი ინფორმაცია გექნებათ სამოქმედოდ. პირად ურთიერთობებში თუ შეცდომა დაუშვით, დღეს ამის გამოსასწორებლად, შეცდომის აღიარებისთვის საუკეთესო დროა.
ყველა ახალი ამბავი
0