დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ოქტომბერი

© Pixabay / jplenioსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 20ოქტომბერია, ოთხშაბათი. სავსემთვარეობა ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მოვლენებს რეალისტური თვალით შეხედეთ და ილუზიების ტყვეობაში ნუ მოექცევით. ყოველთვის არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებას. ნებისმიერი ინფორმაცია შეამოწმეთ. ყურადღება მიაქციეთ ახლობლებთან ურთიერთობებს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმისთვის, რომ მათი განცდების შესახებ გულახდილი საუბრის დროს შეიტყოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ოქტომბერი>>
ვერძი: აჩქარება საჭირო არაა. არცთუ მარტივი დღეა, მაგრამ მაინც შესაფერისია მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ბევრ რამეში მიაღწევთ წარმატებას, თუ გარშემომყოფების უპირობო მხარდაჭერის იმედი არ გექნებათ. დაეყრდენით საკუთარ ძალებს და მარტომ იმოქმედეთ – ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ.. გაგახარებთ მეგობრებთან და ზოგადად, სულიერად მონათესავე ადამიანებთან ურთიერთობები.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2018
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: აუცილებლად იმოქმედეთ – დღეს ბევრი რამე გამოგდით შესანიშნავად და ამიტომ დროის უქმად დაკარგვა არ ღირს. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს, მათაც კი, ვინც აქამდე თქვენს წინადადებებს არ ყურადღებას არ აქცევდა. ისინი ახლა ურთიერთობების აწყობას შეეცდებიან. გექნებათ შანსი, რომ სხვებზე ადრე შეიტყოთ რაღაც მნიშვნელოვანი, მაგრამ ინფორმაციის წყარო სანდო არ არის, ამიტომ აუცილებლად შეამოწმეთ.
ტყუპი: დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება. შესაფერისი დროა შეხვედრებისთვის. ადამიანებს მშვენივრად ეწყობით. ადვილი იქნება რაღაც პროფესიული შეთანხმების მიღწევა. ამასთან, ამ პერიოდში შედგენილი გეგმის განხორციელებასაც მოახერხებთ მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანის გარეშე. დღის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ მიტოვებულ საქმეს დაუბრუნდებით. ახლა მისი დამთავრების რეალური შანსი გაქვთ.
კირჩხიბი: ხართ ენერგიული და მტკიცედ განწყობილი, უკან არ იხევთ სირთულეების წინაშე. ეს გაძლევთ შანსს, რომ გაუმკლავდეთ რაღაც რთულ საქმეს, მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგს. ხანდახან, შესაძლოა, ძირითადი ამოცანიდან ყურადღების გადატანაც მოგიხდეთ და მიმდინარე საკითხებზე გადაერთოთ. დღის პირველი ნახევარი დამოუკიდებლად მოქმედების დროა, მეორე ნახევარში კი გუნდური მუშაობა აჯობებს.
ფეროშენადნობების ქარხანა ზესტაფონში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2019
რომელი ლითონი მიესადაგება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ლომი: შესანიშნავად გაართმევთ თავს რთულ საქმეებს, რადგან ყურადღებას მიაქცევთ დეტალებს და ეცდებით, რომ მცირე შეცდომაც კი არ დაუშვათ. მხედველობიდან არაფერი გამოგეპარებათ, გამოიტანთ სწორ დასკვნებს. ეს ძალიან მოსწონთ გარშემომყოფებს და თქვენ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალებიან. პირად ურთიერთობებში ენდეთ ინტუიციას. არ არის გამორიცხული, რომ დღეს წარსულის რომელიმე არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში გაერკვეთ.
ქალწული: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ არაერთ მცირე საქმეს მიხედოთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ყურადღებას საჭიროებს. ეს ეხება არა მხოლოდ დამოუკიდებლად საქმიანობას, არამედ რამე პროექტში სხვებთან თანამშრომლობასაც. ახლობლები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის, თქვენი გამოცდილება ბევრს ეხმარება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ოჯახური მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.
სასწორი: არ იჩქაროთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ–დაწონით. ცუდი დღე არ არის, მაგრამ არც მარტივი ეთქმის. საჭიროა დრო ვითარებაში გასარკვევად. გარშემომყოფები ჩვეულებრივზე მეტად ერევიან თქვენს საქმეებში და ამას ყოველთვის კეთილი ზრახვებით არ აკეთებენ. მზად იყავით საკუთარი ინტერესების დასაცავად. კარგი დღეა რომელიმე ძველ გეგმასთან დაბრუნებისთვის.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
მორიელი: ბევრი მღელვარება და დიდი განცდები გელოდებათ. ყველაზე მშვიდ მორიელებსაც კი გაუჭირდებათ თავის გაკონტროლება. მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი იყოს თქვენი ემოციები, ეს საქმიანობაში ხელს არ შეგიშლით. არჩქარობთ იქ, სადაც ეს აუცილებელი არ არის და დიდი ხნით საკითხებს სამომავლოდ არ დებთ. შესაძლებელია ფინანსებთან, ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. აქ ინტუიცია დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში არ აჩქარდეთ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა ფინანსური საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისთვის. იქ, სადაც ფულს ეხება საქმე, სწრაფდ იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, დიდი დრო არ გჭირდებათ სიტუაციაში გასარკვევად. დიდი ალბათობით, ვერავინ შეძლებს თქვენს შეცდომაში შეყვანას. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ცხოვრების სხვა სფეროებშიც შეინიშნება. მათ შორისაა პირადი ურთიერთობებიც.
თხის რქა: არ აჩქარდეთ და არ გარისკოთ. ეს ის დღე არაა, როცა მიზნის დაუყოვნებლივ მისაღწევად გარისკვა ღირს. დაიცადეთ, მალე უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება, მანამდე კი კარგად მოიფიქრეთ გეგმა და გათვალეთ თითოეული სვლა. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება. ძველმა ნაცნობებმა შეიძლება საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. მოსალოდნელია უცნაური თანხვედრები, რომელთა წყალობით სასიამოვნო ადამიანს გაიცნობთ.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
მერწყული: შესანიშნავი დღეა პრობლემების გადასაჭრელად. კარგად გესმით, თუ როგორ უნდა იმოქმედოთ, რომ სირთულეები რაც შეიძლება მალე ჩამოიტოვოთ უკან. რაღაც დროის დაკარგვა სხვისი შეცდომების გამოსასწორებლად დაგჭირდებათ, მაგრამ ეს არ გაგაღიზიანებთ. შესაძლებელია მნიშვნელოვან საკითხებზე მშვიდად და კონსტრუქციულად მსჯელობა. ახლა საერთო ენის გამონახვა იმ ადამიანებთანაც შეგიძლიათ, რომლებთანაც აქამდე უთანხმოებები გქონდათ.
თევზები: არ იჩქაროთ. ეს ის დღე არაა, როცა შეგიძლიათ გადაწყვეტილებები გზადაგზა მიიღოთ, თქვათ და გააკეთოთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. კითხვებზე ერთი შეხედვით ცხადი პასუხები ყოველთვის სწორი არაა, ყველაფერში გასარკვევად დრო გჭირდებათ. შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის, შეხვედრებისთვის. საღამო კი რომანტიკული პაემნისთვის ძალიან კარგი პერიოდია, შეგიძლიათ ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ.
ყველა ახალი ამბავი
0