ბოლდუინის პირველი ფოტო გადაღებაზე სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ

© AFP 2024 / MARK SAGLIOCCOალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ფოტოზე ჩანს, როგორაა შეძრწუნებული ცნობილი მსახიობი მომხდარის გამო.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ალეკ ბოლდუინის პირველი ფოტო ინციდენტის შემდეგ, რომელიც ფილმ Rust-ის გადაღების დროს მოხდა ნიუ-მექსიკოში. მსახიობმა პისტოლეტით სასიკვდილოდ დაჭრა ოპერატორი ქალი. დაიჭრა ფილმის რეჟისორიც.
ალეკ ბოლდუინმა კინოგადაღებაზე ოპერატორ ქალს ესროლა>>
ფოტო გამოცემა Santa Fe New Mexican-მა გამოაქვეყნა. მასზე მსახიობი აღბეჭდილია სანტა–ფეს ოლქის შერიფის ოფისში დაკითხვის შემდეგ. ფოტოზე შეიძლება დანახვა, რომ მსახიობი მომხდარით უზომოდ შეძრწუნებულია.
პოლიციის ინფორმაციით, ბოლდუინმა ფილმ-ვესტერნის Rust გადაღების დროს გადამღები ჯგუფის წევრებს ესროლა, რის შედეგადაც დაიღუპა 42 წლის ოპერატორი ალინა ჰატჩინსი, ხოლო რეჟისორი დაიჭრა (ტყვია ლავიწის ძვალში მოხვდა). ის ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
იარაღი, რომლითაც ბოლდუინმა გაისროლა, წესით, ფუჭი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი. სამართალდამცველ ორგანოებში განაცხადეს, რომ მსახიობისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0