ალეკ ბოლდუინმა კინოგადაღებაზე ოპერატორ ქალს ესროლა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიალეკ ბოლდუინი
ალეკ ბოლდუინი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გამოწერა
ინციდენტი პისტოლეტიდან სროლის დროს მოხდა – იარაღი, წესით, ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფილმი-ვესტერნის Rust გადაღებისას ნიუ-მექსიკოს შტატში ოპერატორი ქალი სასიკვდილოდ დაჭრა, ნათქვამია სანტა–ფეს ოლქის შერიფის განცხადებაში.
„შერიფის ოფისი ადასტურებს, რომ გასროლა რეკვიზიტის იარაღიდან ალეკ ბოლდუინმა განახორციელა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტი პისტოლეტიდან გასროლის დროს მოხდა, რომელიც, წესით, ფუჭი ტყვიებით უნდა ყოფილიყო დატენილი. დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ხოლო 42 წლის ოპერატორი ქალი ალინა ჰატჩინსი მძიმედ დაიჭრა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ბოლდუინისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ აღმოჩნდა პისტოლეტში საბრძოლო ვაზნები და ასევე მიზეზი, თუ რატომ ესროლა ბოლდუინმა რეჟისორსა და ოპერატორს.
ყველა ახალი ამბავი
0