თურნავამ მსოფლიო და აზიის განვითარების ბანკებთან სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ისაუბრა

© photo: Government of Georgia / FBნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომლის მთავარი ამოცანა მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიების გაძლიერებაა.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტს ადნან ტარინს შეხვდა.
ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ისევე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია), მთავრობას დახმარებას უწევენ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასა და მათ კორპორატიზაციაში.

„მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და სტაბილური. სწორედ კორპორატიზაცია და სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის ამის გზა, რაშიც მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გვეხმარებიან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის წარმატებული მაგალითია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, სადაც უკვე დაინიშნა OECD-ს სტანდარტებით დამოუკიდებელი ბორდი.
„ამან უკვე მოიტანა ის შედეგი, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, ელექტროსისტემამ შეწყვიტა გაკოტრების პროცედურა პირველად მრავალი წლის შემდეგ, არის უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი, მეტ-ნაკლებად სტაბილური და წელს პირველი წელი იქნება, როდესაც დივიდენდებს გადაუხდის ბიუჯეტს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
აზიის განვითარების ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2021
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის კრედიტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საპილოტო პროექტად „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" შეირჩა.
რეფორმის მთავარი ამოცანაა, რომ მსხვილი სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიები გახდნენ უფრო ძლიერები, დამოუკიდებლები, უფრო კვალიფიციურად მართულები და თავად შეძლონ ფინანსების მოზიდვა როგორც ადგილობრივი საფინანსო ბაზრებიდან, ასევე უცხოეთიდან.
ყველა ახალი ამბავი
0