https://sputnik-georgia.com/20211021/saakasvilma-cixis-sinaganawesi-daarrvia-penitenciuri-samsaxuris-ganmarteba-261384960.html
სააკაშვილმა ციხის შინაგანაწესი დაარღვია: პენიტენციური სამსახურის განმარტება
სააკაშვილმა ციხის შინაგანაწესი დაარღვია: პენიტენციური სამსახურის განმარტება
Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილმა, რომელიც საშხაპე ოთახში მარტო იმყოფებოდა, ისარგებლა არსებული გარემოებით და ქუჩაში შეკრებილებს სიტყვით მიმართა... 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T21:53+0400
2021-10-21T21:53+0400
2021-10-21T21:53+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22888/97/228889796_157:60:2056:1128_1920x0_80_0_0_0db44fe83358e4a807b345f1d8e91775.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა.დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. მოულოდნელად მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა, რისი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილი იმ დროს საშხაპე ოთახში იმყოფებოდა. სწორედ ამ ოთახის ფანჯრიდან გამოიხედა მან გარეთ.უწყების ინფორმაციით, დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს–პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211021/mixeil-saakasvili-cixis-saavadmyofosi-gadasvlis-winaarmdegia-261382068.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22888/97/228889796_279:43:1888:1250_1920x0_80_0_0_07ffb544079acdc07dc291688778e51c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილმა ციხის შინაგანაწესი დაარღვია: პენიტენციური სამსახურის განმარტება
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილმა, რომელიც საშხაპე ოთახში მარტო იმყოფებოდა, ისარგებლა არსებული გარემოებით და ქუჩაში შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იგი იმ საკანში იმყოფება, სადაც დაწესებულებაში შესახლებისას მოთავსდა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. მოულოდნელად მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს ციხის საკნის ფანჯრიდან მიესალმა, რისი ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილი იმ დროს საშხაპე ოთახში იმყოფებოდა. სწორედ ამ ოთახის ფანჯრიდან გამოიხედა მან გარეთ.
„დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს–პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.