https://sputnik-georgia.com/20211021/mixeil-saakasvili-cixis-saavadmyofosi-gadasvlis-winaarmdegia-261382068.html
მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლის წინააღმდეგია
მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლის წინააღმდეგია
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატ ჯანაშიას განცხადებით, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T20:00+0400
2021-10-21T20:00+0400
2021-10-21T20:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367454_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_b5c527a2b1dc78961551a62683541751.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და მასთან ერთად რიგი საკითხები განიხილა.ჯანაშია შეხვედრისას დაინტერესდა, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა ფანჯარასთან მისვლა. სააკაშვილმა მის კითხვას მოკლედ უპასუხა, რომ – მოახერხა. მისივე განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას მთავარი იყო ის გზავნილი, რომელიც უნდა გადაეცა სააკაშვილს საზოგადოებისთვის, რომ მას უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი.რაც შეეხება სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს, ჯანაშიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ნიშნავს სხვა კრიმინალებთან ერთად ერთ კედლებში ყოფნას, რაც პრეზიდენტზე ზეწოლის ტოლფასი იქნება.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს–პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211021/irakli-raribasvili-saakasvilis-cixidan-vadamdeli-gatavisufleba-gamoricxulia-261380602.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/15/261367454_102:164:1164:960_1920x0_80_0_0_7740e3a9c460283e1cd1a452dfe0165b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლის წინააღმდეგია
„ნაცმოძრაობის“ დეპუტატ ჯანაშიას განცხადებით, სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ მიიღებს
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თემურ ჯანაშიამ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და მასთან ერთად რიგი საკითხები განიხილა.
ჯანაშია შეხვედრისას დაინტერესდა, როგორ მოახერხა მიხეილ სააკაშვილმა ფანჯარასთან მისვლა. სააკაშვილმა მის კითხვას მოკლედ უპასუხა, რომ – მოახერხა. მისივე განმარტებით, ყოფილ პრეზიდენტთან საუბრისას მთავარი იყო ის გზავნილი, რომელიც უნდა გადაეცა სააკაშვილს საზოგადოებისთვის, რომ მას უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი.
რაც შეეხება სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის საკითხს, ჯანაშიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა ნიშნავს სხვა კრიმინალებთან ერთად ერთ კედლებში ყოფნას, რაც პრეზიდენტზე ზეწოლის ტოლფასი იქნება.
„თვითონაც წინააღმდეგია, გადავიდეს ციხის საავადმყოფოში. მე ვთვლი, რომ ციხის საავადმყოფოში ის ვერ მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. გამოიყურება ძალიან მხნედ, არის დიდი შემართებით... მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი შემინიშნავს. ერთადერთი რაც არის, წონაში კლება უკვე ეტყობა“, – განაცხადა ჯანაშიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს–პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.