როგორ დავთრგუნოთ შიმშილის გრძნობა: დიეტოლოგების რეკომენდაციები

CC0 / Pixabay / მამაკაცი ჭამის პროცესში
მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
თბილისი, 21 ოქტომბერი − Sputnik. დიეტის დროს შიმშილის დაკმაყოფილების ან პირის ჩატკბარუნების სურვილი შესაძლოა იმდენად ძლიერი გამოდგეს, რომ ადამიანს ნებისყოფა არ ეყოს მის დასაძლევად, თუმცა არსებობს გარკვეული ხერხები, რომლებიც სურვილებისთვის თავის გართმევაში დაგეხმარებათ, აცხადებენ ამერიკელი დიეტოლოგები.
მათ რჩევებს გამოცემა Eat This, Not That! აქვეყნებს.
მაგალითად, დიეტოლოგი დენა გერშკოვიჩი ამბობს, რომ დიეტაზე მყოფი ბევრი ადამიანი, რომელიც გახდომას ცდილობს, თავს იტანჯავს ჭამებს შორის ხანგრძლივი შესვენებებით, რის გაკეთებაც საერთოდ არ არის საჭირო.
весы - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
სინამდვილეში რა აჩქარებს მეტაბოლიზმს: დიეტოლოგმა წონაში დაკლების საიდუმლო გაამხილა
მისი თქმით, როცა ადამიანი რაღაც დროის განმავლობაში არ ჭამს, ორგანიზმი ცხიმებითა და შაქრით მდიდარ საკვებს ითხოვს. ეს იმიტომ, რომ სწორედ ცხიმია ენერგიის ყველაზე მეტად ეფექტური წყარო, შაქარს კი ორგანიზმი მალე ითვისებს.

„ადამიანები შეცდომას უშვებენ, როცა წონაში დასაკლებად საკვებს იზღუდავენ და ჭამებს შორის წახემსებაზე უარს ამბობენ. შიმშილის შეტევებთან გამკლავების საუკეთესო მეთოდი კი დღის განმავლობაში რეგულარულად და ბალანსირებულად ჭამაა“, − ამბობს სპეციალისტი.

კიდევ ერთი დიეტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მელისა მიტრი გირჩევთ, დიეტაზე ყოფნისას არ დაარწმუნოთ თავი, რომ ესა თუ ის საკვები, რომელიც გიზიდავთ, ცუდია − ეს მხოლოდ გაამძაფრებს მისი ჭამის სურვილს. ამას ჯობს ცოტაოდენი „აკრძალული ხილი“ მიირთვათ, რათა ნდომა დაიკმაყოფილოთ და ის რაღაც წარმოუდგენლად სასურველად აღარ გეჩვენებოდეთ.
საუზმე  - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
პევზნერის მენიუ: 100 წლის აკადემიური დიეტა, რომელსაც ექიმები დღესაც მიმართავენ
მიტრის კიდევ ერთი მეთოდი შიმშილის გრძნობის დასათრგუნად − ღრმა სუნთქვაა.
„გააკეთეთ პაუზა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ სანამ ნუგბარისკენ ხელი წაგიცდებათ. ეს მოდუნებაშიც დაგეხმარებათ და ცოტა დროსაც მოგცემთ სიტუაციის შესაფასებლად, რათა დაფიქრდეთ, რა ხდება“, – ამბობს სპეციალისტი.
ფიტნეს-მწვრთნელი ჯეიმი ჰიკი მიიჩნევს, რომ დიეტაზე ყოფნისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ საუზმე, რომელიც ცილებით უნდა იყოს მდიდარი. მისი თქმით, ნოყიერი საუზმე ეფექტურად ჩაახშობს შიმშილის სიგნალს, რომელმაც დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენჯერმე შეგახსენოთ თავი და მავნე საკვებით (მაგალითად, ჩიფსებით) მოგიხდეთ მისი დაკმაყოფილება.
დიეტოლოგი კრისტინა ტაული შიმშილის მწვავე შეტევების განეიტრალებას ჩაის დახმარებით გირჩევთ: „ჩაი მშიერ კუჭს დააწყნარებს, ხოლო ორგანიზმში სითხის დონის მატება ჭამისადმი ლტოლვას დაგიცხრობთ“.
შვრიის ფაფა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ენდოკრინოლოგის რჩევა: წყალზე მომზადებული ფაფა წონაში მოგამატებინებთ, თუ...
დიეტოლოგი ჯული მანკუზო შიმშილის გრძნობასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდად ყურადღების გადატანას მიიჩნევს − მაგალითად, ფიზიკური ვარჯიშის გაკეთებას, მუსიკის მოსმენას, ძაღლის გასეირნებას და ა.შ.
თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყურადღების გადატანა ეფექტურია მხოლოდ ჭამის სურვილის შემთხვევაში და არა მაშინ, როცა უკვე მიირთმევთ რამეს. როგორც ჟურნალ Psychology & Behavior-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, თუ ჭამის დროს, ვთქვათ, სმარტფონში იყურებით, კუჭიდან ტვინისკენ წასული სიგნალი გაწყდება და დროულად ვერ მიხვდებით, რომ უკვე აღარ გშიათ. შესაბამისად, იმაზე მეტ საკვებს მიირთმევთ, ვიდრე გჭირდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0