https://sputnik-georgia.com/20211013/endokrinologis-rceva-fafa-wonasi-mogamatebinebt-260510312.html
ენდოკრინოლოგის რჩევა: წყალზე მომზადებული ფაფა წონაში მოგამატებინებთ, თუ...
ენდოკრინოლოგის რჩევა: წყალზე მომზადებული ფაფა წონაში მოგამატებინებთ, თუ...
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. კვებაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება სრულიად გააბათილოს ექიმის მიერ დანიშნული ყველაზე ეფექტური დიეტების, პრაპარატებისა თუ... 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T15:07+0400
2021-10-13T15:07+0400
2021-10-13T21:05+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24162/57/241625713_0:156:1920:1236_1920x0_80_0_0_6ea0d71359cbe967fb2ffd5d44029081.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. კვებაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება სრულიად გააბათილოს ექიმის მიერ დანიშნული ყველაზე ეფექტური დიეტების, პრაპარატებისა თუ ფიზიკური ვარჯიშების შედეგები, აცხადებს ცნობილი ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ოლგა პავლოვა.მისი თქმით, თუ ადამიანმა წონაში დასაკლებად ექიმს მიმართა, დაუშვებელია, რომ შემდეგ თვითნებურად შეცვალოს სპეციალისტის მიერ შედგენილი სქემა.ენდოკრინოლოგს თავისი ერთ-ერთი პაციენტის, 52 წლის ქალის მაგალითი მოჰყავს, რომელიც 151 კილოგრამს იწონიდა. როგორც ირკვევა, ქალი სანამ ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა, წონაში წარმატებით იკლებდა — სამ თვეში მან დაახლოებით რვა კილოგრამი დაიკლო, რაც მის შემთხვევაში კარგი შედეგი იყო.მაგრამ შემდეგ მან თვითნებურად შეცვალა საუზმე — ცილოვანი საკვები ამოიღო და დილაობით წყალზე მომზადებული ფაფის ჭამა დაიწყო, რომელსაც ცოტა კარაქსაც ამატებდა. შედეგად, მან კუნთოვანი მასა დაკარგა და ცხიმოვანი ქსოვილები მოიმატა.ექიმი აფრთხილებს ყველას, ვინც წონაში დაკლებას გეგმავს:ხოლო იმისათვის, რომ საუზმე სრულიად იდეალური გამოვიდეს, ენდოკრინოლოგის თქმით, ცილებს მცენარეული უჯრედისიც უნდა დაამატოთ: ცოტა ხილი, კიტრი, პომიდორი, ისპანახი.„ისპანახი საერთოდაც სასწაულმოქმედი ბოსტნეულია, რომელიც ორგანიზმის კიბოს საწინააღმდეგო თავდაცვას აძლიერებს, ისევე, როგორც ბროკოლი და სხვა სახის კომბოსტოები“, — აზუსტებს პავლოვა.
https://sputnik-georgia.com/20211011/wonasi-usafrtxod-dakleba-brinjis-dreebi-260446036.html
https://sputnik-georgia.com/20210810/wonaSi-dakleba-gaxdoma-bunebrivi-meTodiT-dietebis-gareSe-252551043.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24162/57/241625713_156:0:1888:1299_1920x0_80_0_0_73490b7d40d5c861183ffc8b031c10ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. კვებაში დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება სრულიად გააბათილოს ექიმის მიერ დანიშნული ყველაზე ეფექტური დიეტების, პრაპარატებისა თუ ფიზიკური ვარჯიშების შედეგები, აცხადებს ცნობილი ენდოკრინოლოგი და დიეტოლოგი ოლგა პავლოვა.
მისი თქმით, თუ ადამიანმა წონაში დასაკლებად ექიმს მიმართა, დაუშვებელია, რომ შემდეგ თვითნებურად შეცვალოს სპეციალისტის მიერ შედგენილი სქემა.
ენდოკრინოლოგს თავისი ერთ-ერთი პაციენტის, 52 წლის ქალის მაგალითი მოჰყავს, რომელიც 151 კილოგრამს იწონიდა. როგორც ირკვევა, ქალი სანამ ექიმის დანიშნულებას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა, წონაში წარმატებით იკლებდა — სამ თვეში მან დაახლოებით რვა კილოგრამი დაიკლო, რაც მის შემთხვევაში კარგი შედეგი იყო.
მაგრამ შემდეგ მან თვითნებურად შეცვალა საუზმე — ცილოვანი საკვები ამოიღო და დილაობით წყალზე მომზადებული ფაფის ჭამა დაიწყო, რომელსაც ცოტა კარაქსაც ამატებდა. შედეგად, მან კუნთოვანი მასა დაკარგა და ცხიმოვანი ქსოვილები მოიმატა.
„დიდი ალბათობით, კიდევ სხვა წვრილმანებიც იყო, მაგრამ საუზმიდან ცილების ამოღება — ეს ყველაზე სერიოზული ფაქტორია“, — წერს სპეციალისტი.
ექიმი აფრთხილებს ყველას, ვინც წონაში დაკლებას გეგმავს:
„გთხოვთ, დაიმახსოვრეთ: ცილა ყოველი კვებისას უნდა მიიღოთ! თუ კვერცხი არ გინდათ, ხაჭო მიირთვით, თუ ხაჭო არ გინდათ, მოხარშული ქათმის ნაჭერი შეჭამეთ. ფაფები მხოლოდ ცილოვან საკვებზე დამატებით შეიძლება მიირთვათ, თანაც სულ 4-5 არასავსე კოვზი. ზოგადად, ფაფები საუკეთესო საკვებია მაშინ, როცა ადამიანს წონაში მომატება სურს და არა დაკლება!“
ხოლო იმისათვის, რომ საუზმე სრულიად იდეალური გამოვიდეს, ენდოკრინოლოგის თქმით, ცილებს მცენარეული უჯრედისიც უნდა დაამატოთ: ცოტა ხილი, კიტრი, პომიდორი, ისპანახი.
„ისპანახი საერთოდაც სასწაულმოქმედი ბოსტნეულია, რომელიც ორგანიზმის კიბოს საწინააღმდეგო თავდაცვას აძლიერებს, ისევე, როგორც ბროკოლი და სხვა სახის კომბოსტოები“, — აზუსტებს პავლოვა.