„ის, რაც სხეულში არსებულ პეპლებს ათავისუფლებს“ – ოფთალმოლოგის „ფერების ვალსი“

© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილი
მზია გოისაშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ხატვის პროცესს „ფერების ვალსს“ ადარებს და ამბობს, რომ ამ დროს ყველა ემოციას თანაბრად განიცდის. ბავშვობაში სამხატვრო სკოლა დაამთავრა. პროფესიული არჩევანი კი მედიცინის სასარგებლოდ გააკეთა და საამისო ახსნაც აქვს.
მზია გოისაშვილი – ექიმი, ჯანდაცვის მაგისტრი, ამჟამად რეზიდენტურას გადის ოფთალმოლოგიის მიმართულებით. გამოცემული აქვს ლექსების კრებული. ერთ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანების“ პრეზიდენტი იყო და სამოქალაქო განათლების თემაზე სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა. დღეს ძირითადი პროფესიისგან თავისუფალ დროს წერს და ხატავს.
© photo: courtesy of Mzia Goisashviliექიმი მზია გოისაშვილი სამუშაო ადგილზე
ექიმი მზია გოისაშვილი სამუშაო ადგილზე
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ექიმი მზია გოისაშვილი სამუშაო ადგილზე
- ქალბატონო მზია, როდის აღმოაჩინეთ, რომ „უბრალო ბავშვური გართობა“ შემოქმედებით სიხარულს განიჭებდათ?
- ახლა ვიხსენებ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის მისული ვიყავი სამხატვრო სკოლაში, ნიჭი ჩემში ბევრმა პროფესიონალმა შეამჩნია. არც გამოფენები, არც სიგელები და დიპლომები ჩემთვის არ ყოფილა იმის დასტური, რომ ეს ბავშვური გართობა სიამოვნებას სცდებოდა. როცა საღამოობით, სკოლის შემდეგ რუსთაველზე გავივლიდი, ვფიქრობდი, წარმატებული მხატვარი რომ გავხდები, გაყიდული ნახატებით აღებული ფულით აუცილებლად დავეხმარები მათ, ვისაც ეს სჭირდება–მეთქი. ამ ფიქრების რეალიზება ოცი წლის მერე დაიწყო. ეს იყო ჩემი ახდენილი ოცნების საწყისი და დასტური. წარმატებაც მაშინ შევიგრძენი, როდესაც ჩემი ნამუშევარი ერთ-ერთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინეს. სამხატვრო სკოლაში სწავლის იმ ათმა წელმა ისეთი მოგონებები დამიტოვა და მძაფრად ასახული ფერები, რაც ჩემ შემოქმედებაში დღემდე ირეკლება. პროფესიად კი სულ სხვა რამ ვარჩიე...
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილის ნახატი
მზია გოისაშვილის ნახატი
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მზია გოისაშვილის ნახატი
- პროფესიის არჩევის დროს რითი „გადაწონა“ მედიცინამ ხელოვნება?
- სკოლის დამთავრების შემდეგ, 2012 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სწავლის პარალელურად კლინიკაში დავიწყე მუშაობა, კიბის ყველაზე დაბალი საფეხურიდან და სვლას დღემდე ვაგრძელებ.
როცა საქმე ხელოვნებას ეხება, ვფიქრობ, რაც შენშია, მას ყოველთვის გამოავლენ. შეგიძლია წესების გარეშე ხატო და ეს იყოს შედევრი. აი, მედიცინა კი ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ შემძლებოდა ადამიანებისთვის სიკეთის მოტანა. ჩვენ ხომ იმიტომ ვიბადებით, რომ სამყარო უკეთესი გავხადოთ.
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილის ნახატი
მზია გოისაშვილის ნახატი
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მზია გოისაშვილის ნახატი
- დღეს ოფთალმოლოგის პროფესიას ეუფლებით და ამბობთ, რომ ეს სიმბოლურია, რატომ?
- სამყარო ფერადია, ამის აღმის ერთადერთი საშუალება - თვალებია. ჩვენ ვგრძნობთ ფორმას, გვესმის ბგერა, მაგრამ ფერები? ეს შეხებით არ აღიქმება. სწორედ ამიტომ შევარჩიე ისეთი პროფესია, რომელიც ადამიანებს სამყაროს ფერადოვნების სრულად აღქმის უნარს უნარჩუნებს ან, მისი დაკარგვის შემთხვევაში, უბრუნებს მას.
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილის ნახატი
მზია გოისაშვილის ნახატი
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მზია გოისაშვილის ნახატი
- ამ პროფესიამ თეთრი ფერი განსაკუთრებით შეგაყვარათ...
- ალბათ ექიმის ხალათის ფერიდან გამომდინარე, მართლაც ასეა. ამაზე ჩანახატიც მაქვს დაწერილი. „მე უკვე მეცვა თეთრი ხალათი გრძელი სახელოებით, ჩემთვის ოდნავ დიდი. ხალათი, რომელიც ჩემი მუდმივი ნაწილი უნდა გამხდარიყო. ცოტა უხეში და ნაკლებ დახვეწილი, არა ისეთი, მე რომ მჩვევია და მიყვარს. მეცვა სითეთრე და სიმძიმით დამძიმებულ მხრებს თითქოს ასწორებდა, ნათელს ხდიდა გაურკვეველ ფიქრებსა და სიტყვებს, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში აქა-იქ მესმოდა. წლები გადიოდა, თმის ერთ ვარცხნილობას მეორე ცვლიდა, მაღალ ქუსლებს - დაბალი, ფერად პიჯაკებს - შავი პერანგები, მაგრამ უცვლელი რჩებოდა ხალათი, რომელიც ჩემთვის ისეთივე განუყოფლად იქცა, როგორც ყოველდღიურობაში მზის ამოსვლა. მთავარი უკვე ვიცი, ატარებდე თეთრ ხალათს - ეს ნიშნავს, რომ ეკუთვნოდე ხალხს...“
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილი
მზია გოისაშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მზია გოისაშვილი
- როგორც მომიყევით, პოეზიასთან თქვენი ურთიერთობა იმით დაიწყო, რომ ქალაქიდან რაიონში მიმავალმა 12 წლის შეყვარებულმა გოგომ სამარშრუტო ტაქსიში თავისი სიყვარული „გარითმა“?
- პოეზია, ლექსები ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა, სანამ კითხვას ვისწავლიდი. ბევრი საბავშვო ლექსი გაზეპირებული მქონდა. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ამბავს, ასეც იყო. როცა რაიონში მივდიოდი, ფიქრებში გართულმა რაღაც სტროფები გავრითმე, გზაში საგულდაგულოდ ვიმეორებდი, რომ არ დამვიწყებოდა.
ცუდი არ გამოვიდა. წერაც მას შემდეგ დავიწყე. სატრფიალო ლექსები მარტოსულის აღსარებად იქცა. დღეს კი მათში ვერლიბრის ფერები ირეკლება. ცხოვრებაში მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც მომხდარა. რომ არა ის მომენტები, ასეთი არ ვიქნებოდი. ახსნა და მიზეზი ყველაფერს აქვს, ესა თუ ის ამბავი იმიტომ ხდება, რომ უნდა მოხდეს. დედამიწა წრეზე ბრუნავს, მე კი ჩემი წრის საწყისი წერტილიდან დავიწყე სვლა, რომელიც სასრულ წერტილამდე გაგრძელდება...
© courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილი
მზია გოისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მზია გოისაშვილი
- პირველ კრებულს დაარქვით „შუშის პეპლები“...
- რატომ პეპლები? ძალიან ნაზები არიან და მათი ასეთი ფორმით სიცოცხლეც ხანმოკლეა, მხოლოდ რამდენიმე დღე. რატომ შუშის? - რადგან გამჭირვალეა, მსხვრევადია. ყველა პეპელა სიკვდილის მერე უხმაუროდ, შეუმჩნევლად ქრება. შუშის პეპლები ადამიანის სულს ჰგავს, მისი მსხვრევა ძალიან მტკივნეულია და ხმაურიანი. ჩვეულებრივი პეპლებისგან განსხვავებით შუშის პეპლები უხმაუროდ არ კვდებიან...
© photo: courtesy of Mzia Goisashviliმზია გოისაშვილის ნახატი
მზია გოისაშვილის ნახატი
 - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
მზია გოისაშვილის ნახატი
- წერთ, რომ „ასაკის მატებასთან ერთად მატულობდა კითხვები“, რომელიმე კითხვაზე მიიღეთ პასუხი?
- კითხვები ჩემ ირგვლივ ყოველთვის არსებობს. რადგან ამ სამყაროს ნაწილი ვარ, შეცნობა საკუთარი თავით დავიწყე. მივხვდი რა არის ბედნიერება და მწუხარება. მე არ ვსვამ კითხვებს – რატომაა დედამიწა მრგვალი? კვერცხი თუ ქათამი? მე ადამიანის სულის სიღრმე მაინტერესებს, ის, რაც მის სხეულში არსებულ პეპლებს ამსხვრევს ან ათავისუფლებს...
ყველა ახალი ამბავი
0