როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ – ვრცელდება ფოტოები

© REUTERS / Valentyn OgirenkoБывший президент Грузии и украинский оппозиционный лидер Михаил Саакашвили в зале суда в Киеве
Бывший президент Грузии и украинский оппозиционный лидер Михаил Саакашвили в зале суда в Киеве - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
რამდენიმე წუთის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან პირველი ფოტოები გავრცელდა.
ფოტოებში მიხეილ სააკაშვილი პოზიტიურ განწყობაზეა და ესალმება მომხრეებს, რომლებიც ციხესთან არიან შეკრებილი.
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
რატომ არ ჩამოფრინდა სააკაშვილი საქართველოში – ლიზა იასკოს განმარტება
ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21-ე დღეა შიმშილობს.
სააკაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევიდან თბილისის მიმართულებით 2 ოქტომბრისთვის, ადგილობრივი არჩევნების დღისთვის ბილეთი იყიდა. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი სამშობლოში 29 სექტემბერს რძის პროდუქტების სატვირთო მანქანით დაბრუნდა, რომელიც უკრაინიდან ბორნით შემოვიდა.
სააკაშვილი თბილისში დააკავეს. ის სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია და უკრაინის მოქალაქე. უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად და ქვეყნის ხელისუფლება იზრუნებს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ქართული მხარე აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება.
ყველა ახალი ამბავი
0