რატომ არ ჩამოფრინდა სააკაშვილი საქართველოში – ლიზა იასკოს განმარტება

© Facebook / Lisa Yaskoლიზა იასკო
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილის შეყვარებულმა განაცხადა, რომ მისი თვითმფრინავის ბილეთი გააუქმეს.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა ქალმა ელიზავეტა იასკომ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი თავდაპირველად საქართველოში თვითმფრინავით აპირებდა ჩასვლას, მაგრამ მისი ბილეთი გააუქმეს, იუწყება РИА Новости.
სააკაშვილმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ კიევიდან თბილისის მიმართულებით ბილეთი დაჯავშნა 2 ოქტომბრისთვის, ადგილობრივი არჩევნების დღისთვის. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი სამშობლოში 29 სექტემბერს რძის პროდუქტების სატვირთო მანქანით დაბრუნდა, რომელიც უკრაინიდან ბორნით შემოვიდა.
იასკოს თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სააკაშვილს თვითმფრინავზე არ აუშვებდნენ, ან თვითმფრინავი არ გაფრინდებოდა. მას ესმოდა, რომ ამ თვითმფრინავით გაფრენის უფლებას არ მისცემდნენ.

„როგორ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგ, ვერ გეტყვით, რადგან სტრასბურგში ვიყავი. ბილეთი ნაყიდი იყო, მაგრამ ის გააუქმეს. არის ჯავშნის სისტემა, მაგრამ მასზე შეტევა განხორციელდა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ბილეთი არ ჰქონოდა, რომ ჯავშნის სისტემას ის არ გაეშვა“, – განაცხადა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტ ალესა ბაცმანთან ინტერვიუში, რომელიც YouTube-არხით გადაიცა.

იასკოს აზრით, სააკაშვილს უბრალოდ თვითმფრინავამდე არ მიუშვებდნენ.
„ვფიქრობ, მას არ უნდოდა იმ ადამიანებისთვის საფრთხის შექმნა, რომლებიც ამ თვითმფრინავით მგზავრობდნენ“, – აღნიშნა იასკომ.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: პროკურატურამ დეტალები გაასაჯაროვა
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია და უკრაინის მოქალაქე.
უფრო ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის პირადად და ქვეყნის ხელისუფლება იზრუნებს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ქართული მხარე აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება.
ყველა ახალი ამბავი
0