https://sputnik-georgia.com/20211021/kuchava-saakashvilze-sazgvris-kvetistis-yvela-gasamartldeba-261366800.html
კუჭავა სააკაშვილზე: საზღვრის უკანონო კვეთისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება
კუჭავა სააკაშვილზე: საზღვრის უკანონო კვეთისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება
Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში 21-ე დღეა შიმშილობს. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T14:49+0400
2021-10-21T14:49+0400
2021-10-21T20:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411420_0:60:1280:780_1920x0_80_0_0_66024ebc3f2f82569dec6055526f6278.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია, რომლისთვისაც ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია თუ ყოფილი პრეზიდენტი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გუშინ ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე.სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211020/saakasvils-axali-braldeba-oficialurad-wauyenes-261345915.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411420_211:39:1280:840_1920x0_80_0_0_f77d9b6b1124c559a90e9fe4918fc299.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კუჭავა სააკაშვილზე: საზღვრის უკანონო კვეთისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება
14:49 21.10.2021 (განახლებულია: 20:00 21.10.2021) მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში 21-ე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია, რომლისთვისაც ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება და მნიშვნელობა არ აქვს, ის ყოფილი პოლიტიკოსია თუ ყოფილი პრეზიდენტი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე ექს-პრეზიდენტს ბრალი სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გუშინ ოფიციალურად წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
„საზღვრის უკანონო კვეთა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული არ არის. ეს ნორმა ყველა ქვეყანაში მოქმედებს. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნისა და არა მხოლოდ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა დანაშაულია. ამისთვის ნებისმიერი მოქალაქე გასამართლდება“, – განაცხადა კუჭავამ.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.