https://sputnik-georgia.com/20211020/saakasvils-axali-braldeba-oficialurad-wauyenes-261345915.html
სააკაშვილს ახალი ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს
სააკაშვილს ახალი ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს
Sputnik საქართველო
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურამ საზღვრის კვეთის ბრალდება დაუმატა. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T20:19+0400
2021-10-20T20:19+0400
2021-10-20T23:16+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, ახალი ბრალდება ოფიციალურად წაუყენა.საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211020/rogor-shemovida-saakashvili-saqartveloshi-prokuraturam-detalebi-gaasajarova-261342281.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილს ახალი ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს
20:19 20.10.2021 (განახლებულია: 23:16 20.10.2021) საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურამ საზღვრის კვეთის ბრალდება დაუმატა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სასჯელს რუსთავის ციხეში იხდის, ახალი ბრალდება ოფიციალურად წაუყენა.
საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.