მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინდოეთში კორონავირუსზე აცრილების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა

© AP Photo / Mahesh Kumar Aკორონავირუსის პანდემია ინდოეთში
კორონავირუსის პანდემია ინდოეთში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
თბილისი, 21 ოქტომბერი − Sputnik. ინდოეთში კორონავირუსზე ერთ მილიარდზე მეტი ადმიანია აცრილი, იუწყება Reuters-ი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის განცხადებაზე დაყრდნობით.
ინდოეთის პრემიერმა საკუთარ Twitter-გვერდზე გამოაქვეყნა შესაბამისი პოსტი და ქვეყანას ეს მიღწევა მიულოცა.

„ინდოეთი ისტორიას წერს. ჩვენ ინდური მეცნიერებისა და კოლექტიური სულის ტრიუმფის მოწმენი ვართ. ვულოცავ ინდოეთს... მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებსა და ყველას, ვინც ამ გმირობაში მონაწილეობდა“, − წერს პრემიერი.

აღინიშნება, რომ ინდოეთში გამოყენებული ანტიკორონავირუსული ვაქცინების თითქმის 90% ქვეყნის სისხლის ინსტიტუტის მიერ იყო დამზადებული.
ინდოეთი რიგით მეორე ქვეყანა გახდა, სადაც ერთ მილიარდზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული კორონავირუსზე. მანამდე, სექტემბრის დასაწყისში მსგავსი მიღწევის შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ინდოეთში COVID-19-ის 34,1 მლნ შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 452 ათას კაცზე მეტი გარდაიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0