Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ღარიბაშვილი კოალიციურ მთავრობაზე: „ეს არის აბსოლუტური ფარსი“

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ნიკა მელიამ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ დედაქალაქის ჩრდილოვანი მთავრობის ფორმირებას გეგმავს.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიციური მთავრობის ფორმირებას ოპოზიციის მხრიდან თავის მოტყუება უწოდა.
გუშინ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ წარმოადგინა გუნდი, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში თბილისის კოალიციურ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
„ეს არის საკუთარი თავის მოტყუება. ისინი თავის თავს აჯერებენ, ატყუებენ და ცდილობენ, რომ გარკვეული განცდა შექმნან, მათ შორის უცხოელების თვალშიც, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც მსგავსი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელი და ცხადია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ნიკა მელიას მიერ წარმოდგენილი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ვიცე-მერების პოსტებზე დასახელდნენ: მამუკა ხაზარაძე („ლელო საქართველოსთვის“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“).
ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს: სააკაშვილმა მელიას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი შეაფასა>>>
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0