https://sputnik-georgia.com/20211020/haersi-gamarjvebis-suni-trialebs-saakasvilma-melias-crdilovani-ministrta-kabineti-seafasa-261350011.html
ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს: სააკაშვილმა მელიას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი შეაფასა
ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს: სააკაშვილმა მელიას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი შეაფასა
Sputnik საქართველო
ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობას და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის... 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T23:39+0400
2021-10-20T23:39+0400
2021-10-20T23:59+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260566356_0:93:1280:813_1920x0_80_0_0_194370bf1a87835f809b00e90c2c6fe0.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს თბილისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობას, რომლის პრეზენტაცია დღეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურში თავისი გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილეები დაასახელა. მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე („ლელო“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“) იქნებიან.მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა არჩევნებში აქტიური მონაწილეობა და ხმების დაცვა. გარდა ამისა, მისი „ტყვეობიდან დახსნის გზა“ ასევე 30 ოქტომბერს, მეორე ტურის არჩევნებში ამომრჩევლების აქტიურობაზე გადის.ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს. დღეს მან საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობა თქვა.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. დღეს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
https://sputnik-georgia.com/20211020/nika-meliam-crdilovani-ministrta-kabineti-waradgina-261347447.html
https://sputnik-georgia.com/20211020/cnobili-gaxda-romel-klinikasi-gadaiyvanen-mixeil-saakasvils-261349430.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260566356_132:99:1139:854_1920x0_80_0_0_bd364de299736c4518ddd037176485af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ჰაერში გამარჯვების სუნი ტრიალებს: სააკაშვილმა მელიას ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი შეაფასა
23:39 20.10.2021 (განახლებულია: 23:59 20.10.2021) ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობას და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს, რაც, მათ შორის, მისი გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარს უჭერს თბილისის კოალიციური მთავრობის შემადგენლობას, რომლის პრეზენტაცია დღეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა თავის
Facebook-გვერდზე დაწერა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურში თავისი გამარჯვების შემთხვევაში მერის მოადგილეები დაასახელა. მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე („ლელო“), ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ირაკლი აბესაძე („ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“) და ელენე ხოშტარია („დროა“) იქნებიან.
„მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს „ოცნების“ რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით“, - დაწერა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა არჩევნებში აქტიური მონაწილეობა და ხმების დაცვა. გარდა ამისა, მისი „ტყვეობიდან დახსნის გზა“ ასევე 30 ოქტომბერს, მეორე ტურის არჩევნებში ამომრჩევლების აქტიურობაზე გადის.
„ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, - დასასრულს დასძინა ყოფილმა პრეზიდენტმა.
ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს. დღეს მან საავადმყოფოში გადაყვანაზე თანხმობა თქვა.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. დღეს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).