https://sputnik-georgia.com/20211020/cnobili-gaxda-romel-klinikasi-gadaiyvanen-mixeil-saakasvils-261349430.html
ცნობილი გახდა, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს
ცნობილი გახდა, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტის მართვა შეუძლია 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T23:01+0400
2021-10-20T23:01+0400
2021-10-21T00:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_0:0:2062:1160_1920x0_80_0_0_ccfb2bbb1217954c5808186686362039.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი დათანხმდა საავადმყოფოში გადავიდეს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა,მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში კი პაციენტის გადაყვანა მოხდება სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს, აღნიშნა მინისტრმა.აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულება მდებარეობს თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში, მაგრამ 2020 წლის 5 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, მისი ნაწილი გადავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში. ამ დროისთვის უცნობია, დაწესებულების რომელ ნაწილში გადაიყვანენ სააკაშვილს.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. დღეს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
https://sputnik-georgia.com/20211020/mixeil-saakasvili-mzadaa-saavadmyofosi-gadavides-261348894.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/32/248183265_287:0:2062:1331_1920x0_80_0_0_3d581a1fd52cc32cb0868109c31e59e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ცნობილი გახდა, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს
23:01 20.10.2021 (განახლებულია: 00:00 21.10.2021) მინისტრის თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებას მოშიმშილე პაციენტის მართვა შეუძლია
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი დათანხმდა საავადმყოფოში გადავიდეს. სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა,
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. მისი მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში კი პაციენტის გადაყვანა მოხდება სამკურნალო დაწესებულებაში, რომელიც სრულად არის აღჭურვილი იმისათვის, რომ მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს, აღნიშნა მინისტრმა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ფუნქციონირებს, არ არის გაუქმებული. რაც შეეხება მოშიმშილე პაციენტის მართვას, აღნიშნულ დაწესებულებას ასეთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა №18 სამკურნალო დაწესებულება მდებარეობს თბილისში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში, მაგრამ 2020 წლის 5 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, მისი ნაწილი გადავიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაბა ქსანში. ამ დროისთვის უცნობია, დაწესებულების რომელ ნაწილში გადაიყვანენ სააკაშვილს.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. დღეს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).