https://sputnik-georgia.com/20211020/mixeil-saakasvili-mzadaa-saavadmyofosi-gadavides-261348894.html
მიხეილ სააკაშვილი მზადაა საავადმყოფოში გადავიდეს
მიხეილ სააკაშვილი მზადაა საავადმყოფოში გადავიდეს
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია როდის, რომელ კლინიკაში და რამდენი დღით გადაიყვანენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T22:41+0400
2021-10-20T22:41+0400
2021-10-20T23:57+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/62/238516295_0:0:3991:2245_1920x0_80_0_0_cdeffec7d06ccdc1c6703ca21e176947.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში,განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს.ყიფშიძის თქმით, ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციამდე გასარკვევია ზოგიერთი დეტალები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან.ექიმს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენ დღეს გაატარებს ექს-პრეზიდენტი საავადმყოფოში.„პასუხი არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იმისთვის ხდება, რომ გავაგრძელოთ მისი სიცოცხლე. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორიც გუშინ იყო, ისეთივე არის ახლაც“, - განაცხადა ყიფშიძემ.მისთვის ასევე უცნობია, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ სააკაშვილს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ მოათავსებენ. რაც შეეხება მის მკურნალობას, ყიფშიძის თქმით, მისთვის მთავარი თერაპია იქნება ის, „რომ ახლა მან დაიწყოს ჭამა“.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. დღეს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
https://sputnik-georgia.com/20211020/saakasvils-axali-braldeba-oficialurad-wauyenes-261345915.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23851/62/238516295_364:0:3991:2720_1920x0_80_0_0_35af56427c8c030bfa243ea9d032a455.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი მზადაა საავადმყოფოში გადავიდეს
22:41 20.10.2021 (განახლებულია: 23:57 20.10.2021) ჯერჯერობით უცნობია როდის, რომელ კლინიკაში და რამდენი დღით გადაიყვანენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში,განაცხადა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ყოფილი პრეზიდენტი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად მე-20 დღეა შიმშილობს.
ყიფშიძის თქმით, ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციამდე გასარკვევია ზოგიერთი დეტალები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან.
„ამას გავარკვევთ ხვალ, ზეგ და შემდეგ მოხდება ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. მისი პირველი განცხადება, რომ ეს არის შიმშილობა, რჩება ძალაში. არავითარ შემთხვევაში შეწყვეტაზე საუბარი არ არის. ბოლო ანალიზებს ახლა გავეცანი, ერთი უკეთესია, მეორე უარესია, არ ვიცი, სად გადაიყვანენ“, - განაცხადა ექიმმა.
ექიმს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენ დღეს გაატარებს ექს-პრეზიდენტი საავადმყოფოში.
„პასუხი არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იმისთვის ხდება, რომ გავაგრძელოთ მისი სიცოცხლე. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორიც გუშინ იყო, ისეთივე არის ახლაც“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისთვის ასევე უცნობია, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ სააკაშვილს, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილ პრეზიდენტს კლინიკა „ვივამედში“ მოათავსებენ. რაც შეეხება მის მკურნალობას, ყიფშიძის თქმით, მისთვის მთავარი თერაპია იქნება ის, „რომ ახლა მან დაიწყოს ჭამა“.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს. დღეს მას კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს - საუბარია სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე, რაც ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).