ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
საქართველოს საზღვაო სტრატეგია მოიცავს საზღვაო ტრანსპორტისთვის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების შემუშავებას.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
სტრატეგია ითვალისწინებს სამგზავრო გემებზე უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების, სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მოთხოვნებისა და პროცედურების შემუშავებას.
აღნიშნული სტრატეგიის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„დოკუმენტი 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების მწყობრ გეგმას“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრებმა.
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ჰარცელმა და მერედიტმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
„ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატების დაინტერესება საქართველოს საზღვაო სექტორით და საზღვაო სტრატეგიით ხაზს უსვამს ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას“, – აღნიშნა იოსელიანმა.
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციამ ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი დაათვალიერა.
ყველა ახალი ამბავი
0