ჰარცელმა და მერედიტმა ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliტრაგედია ბათუმში
ტრაგედია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რამაც ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მათ ჩამონგრეული კორპუსის ეზოში აღმართულ ე.წ. გლოვის კედელთან ყვავილები მიიტანეს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
თბილისის მერია ბათუმში ჩამონგრეული სახლის ბინადრებისთვის ნახევარ მილიონ ლარს გადარიცხავს
ჰარცელი და მერედიტი აჭარაში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებთან გამართავენ შეხვედრას, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებაში სახელწოდებით „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე".
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – 26 მაისის ქუჩაზე მდებარე პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა და სასამართლომაც მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0