ადვოკატი: გლდანის ციხეში გადაყვანა ნიშნავს სააკაშვილის მოთავსებას კრიმინალებთან

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
სამშაბათს ექიმების კონსილიუმმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა ნიშნავს მის მოთავსებას კრიმინალებთან, რომელთა წინააღმდეგაც თავისი პრეზიდენტობოს დროს დაუნდობელი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 21–ე დღეა შიმშილობს. ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. თავად ექს-პრეზიდენტიც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
ნიკოლოზ სააკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს
როგორც ადვოკატმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში.
„ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. მიუხედავად ამისა, თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მხოლოდ მე-18 დაწესებულებაში, გლდანის ციხეში. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
ცნობილი გახდა, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს
ადვოკატი არ ენდობა იუსტიციის მინისტრის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში იზოლირებული იქნება.
გარდა ამისა, საძაგლიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს.
„ჩვენ არანაირი მოლაპარაკებები არ გვაქვს. არც არანაირი ეფექტური ბერკეტი არ გაგვაჩნია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად მათ კისერზეა ნებისმიერი შესაძლო შედეგი ამ მიმართულებით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია თბილისის კლინიკა „ვივამედში“ იგეგმებოდა, სადაც ექს-პრეზიდენტს კლინიკის მეხუთე სართულზე საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლირებულ პალატაში მოათავსებდნენ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს–პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0