„ვივამედში“ სააკაშვილისთვის მეხუთე სართულს ამზადებენ: მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია

© REUTERS / Valentyn Ogirenko მიხეილ სააკაშვილი
 მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-20 დღეა შიმშილობს.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის კლინიკა „ვივამედის“ თანამშრომლები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც შეიძლება რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში ოთხშაბათს გადაიყვანონ, ცალკე სართულს ამზადებენ, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი".
გუშინ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჯანდაცვის სამინისტროს ექიმების კონსილიუმმა მოინახულა, რომელმაც მოგვიანებით შეხვედრა გამართა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია მისცა. სააკაშვილი მე-20 დღეა შიმშილობს.

„სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ შეიძლება დღეს გადაიყვანონ. რეკომენდაცია ექიმების ჯგუფმა გუშინ რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ გასცა. კლინიკაში ექს-პრეზიდენტთან შესახვედრად უკვე ემზადებიან. არსებული ინფორმაციით, ათავისუფლებენ მეხუთე სართულს, სადაც სააკაშვილს საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლირებულ პალატაში მოათავსებენ. ადგილზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია დაცული“, – იუწყება ტელეკომპანია.

მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის გადაწყვეტილებისა, ჰოსპიტალიზაციისთვის აუცილებელია თავად სააკაშვილის თანხმობა. მანამდე მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგი არ იქნება.
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
დავით ზალკალიანი: სააკაშვილის თემა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე არ განხილულა>>>
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0