https://sputnik-georgia.com/20211020/saqartvelosi-aiv-inficirebulta-raodenoba-kvlav-mzardia-261346753.html
საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
Sputnik საქართველო
იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტესტი აივ-ინფექცია/შიდსის გამოსავლენად და კონსულტაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ანონიმურია. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T21:02+0400
2021-10-20T21:02+0400
2021-10-20T21:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/30/248233061_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_c84d28bd40d1c8b926dc95f11a55286b.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ-ინფიცირების 446 შემთხვევა იყო დადასტურებული.საქართველოში აივ-ინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყარო ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია, მეორე ადგილზეა დაინფიცირებული ნემსით ნარკოტიკის ინექცია, მესამეზე – ჰომოსექსუალური კონტაქტები.საქართველოში სულ რეგისტრირებულია 9.051 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის 6.766 მამაკაცია და 2.285 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.ინფიცირებულებიდან შიდსი 4.441 პაციენტს განუვითარდა, აქედან 1.882 გარდაიცვალა. ცენტრის მონაცემებით, აივ-მკურნალობას 5.673 პაციენტი გადის, მათ შორის 42 მოზარდია.შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.
https://sputnik-georgia.com/20200729/amiran-gamkrelidze-249099774.html
https://sputnik-georgia.com/20211011/vin-aicreba-ufasod-gripze-260447466.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/30/248233061_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_807a79756d743c22acee43ea8bfe6fb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოში აივ-ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
იმუნოლოგიის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ტესტი აივ-ინფექცია/შიდსის გამოსავლენად და კონსულტაციები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო და ანონიმურია.
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აივ-ინფიცირების 419 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
ცენტრი ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აივ-ინფიცირების 446 შემთხვევა იყო დადასტურებული.
საქართველოში აივ-ინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყარო ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია, მეორე ადგილზეა დაინფიცირებული ნემსით ნარკოტიკის ინექცია, მესამეზე – ჰომოსექსუალური კონტაქტები.
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 9.051 აივ-ინფიცირებული პირი. მათ შორის 6.766 მამაკაცია და 2.285 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.
ინფიცირებულებიდან შიდსი 4.441 პაციენტს განუვითარდა, აქედან 1.882 გარდაიცვალა. ცენტრის მონაცემებით, აივ-მკურნალობას 5.673 პაციენტი გადის, მათ შორის 42 მოზარდია.
შიდსის დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა. აივ-ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და კონსულტაცია საქართველოში უფასო და ანონიმურია.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) წარმოადგენს რეტროვირუსს, რომელიც აინფიცირებს იმუნური სისტემის უჯრედებს და ანადგურებს ან ასუსტებს მათ ფუნქციას. ადრეულ სტადიებზე ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა მის განვითარებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ადამიანი ოპორტუნისტული ინფექციებისადმი უფრო მოწყვლადი ხდება.
შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) აივ-ინფექციის ბოლო სტადიაა. შეიძლება გავიდეს 10-15 წელი, სანამ აივ-ინფიცირებულ ადამიანს შიდსი განუვითარდება, ამ პროცესის კიდევ უფრო შენელება ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს შეუძლია.
აივ-ინფექცია გადაეცემა დაუცველი სქესობრივი აქტის დროს (ანალური ან ვაგინალური), დაინფიცირებული სისხლის გადასხმისას, დაინფიცირებული ნემსების გამოყენების დროს, ასევე დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ლაქტაციის დროს.