ამირან გამყრელიძე: C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების თითქმის 99 % გამოჯანმრთელდა
„წარმოდგენილ იქნა ჩვენი მონაცემები, რომ გვაქვს თითქმის 99, 98.8% განკურნების ეფექტი იმ 70 ათას ადამიანში, რომელსაც ჩვენ ვუმკურნალეთ. ყოველ წელს ამ დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ვაჯამებთ და ახალ ამოცანებს ვსახავთ. საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაცემების თანახმად, კვლევა ჩაუტარდა 2 მილიონზე მეტ ადამიანს.