https://sputnik-georgia.com/20211020/mtqnareba-ra-daavadebebze-metyvelebs-261333233.html
ხშირი მთქნარება შეიძლება სერიოზული დაავადებების ნიშანი იყოს: ექიმის განმარტება
ხშირი მთქნარება შეიძლება სერიოზული დაავადებების ნიშანი იყოს: ექიმის განმარტება
Sputnik საქართველო
მთანქრება შეიძლება იყოს დეპრესიის, ფარისებრი ჯირკვლის, გაფანტული სკლეროზის და სხვა მძიმე დაავადების ნიშანი
2021-10-20T14:55+0400
2021-10-20T14:55+0400
2021-10-20T20:30+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261333058_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_1d873aa5eef978b8bef5f7fefc40a1e8.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ხშირი მთქნარება შეიძლება სერიოზიული დაავადებების ნიშანი იყოს, აცხადებს თერაპევტი და ინფექციონისტი ჰუჟჰან ფალაჰი.მისი თქმით, მთქნარება − უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისა და ენერგიული ამოსუნთქვისგან შედგება. ამ დროს დუნდება კუნთები და ფართოვდება სასუნთქი გზები, რის გამოც ეს რეფლექსი ზოგადად სასარგებლოა.ფალაჰის განმარტებით, მთქნარება ეხმარება ადამიანს, მოდუნდეს დაძაბულობის ან სტრესის შემდეგ. ამასთან ის ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას. მაგრამ თუ ადამიანი ხშირად ამთქნარებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს შეიძლება რომელიმე სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს.ამასთან სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ ღირს, თვითნებურად და წინასწარ დაუსვათ თავს დიაგნოზი და შემდეგ ამაზე ინერვიულოთ, ვინაიდან ადამიანები ყველაზე ხშირად მაინც დაღლილობის, ძილის უკმარისობის, სტრესისა და მოწყენილობის დროს ამთქნარებენ.გარდა ამისა, ფალაჰის თქმით, ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანი შეიძლება ამთქნარებდეს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20210426/mTqnarebis-fenomeni-rodisaa-mTqnareba-saxifaTo-daavadebebis-macne-251567980.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261333058_256:0:2987:2048_1920x0_80_0_0_cba13aa76e5870eb1f238a16119e1846.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მთქნარება დაავადება დეპრესია ფარისეფრი ჯირკვალი გაფანტული სკლეროზი ჰემოგლობინი მიოკარდი ინფარქტი ინსულტი
მთქნარება დაავადება დეპრესია ფარისეფრი ჯირკვალი გაფანტული სკლეროზი ჰემოგლობინი მიოკარდი ინფარქტი ინსულტი
ხშირი მთქნარება შეიძლება სერიოზული დაავადებების ნიშანი იყოს: ექიმის განმარტება
14:55 20.10.2021 (განახლებულია: 20:30 20.10.2021) თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ხშირი მთქნარება შეიძლება სერიოზიული დაავადებების ნიშანი იყოს,
აცხადებს თერაპევტი და ინფექციონისტი ჰუჟჰან ფალაჰი.
მისი თქმით, მთქნარება − უნებლიე სუნთქვითი მოძრაობაა, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისა და ენერგიული ამოსუნთქვისგან შედგება. ამ დროს დუნდება კუნთები და ფართოვდება სასუნთქი გზები, რის გამოც ეს რეფლექსი ზოგადად სასარგებლოა.
ფალაჰის განმარტებით, მთქნარება ეხმარება ადამიანს, მოდუნდეს დაძაბულობის ან სტრესის შემდეგ. ამასთან ის ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას. მაგრამ თუ ადამიანი ხშირად ამთქნარებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს შეიძლება რომელიმე სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებდეს.
„როგორც დაავადების სიმპტომი, მთქნარება შეიძლება გამოვლინდეს: დეპრესიის დროს − როდესაც სისხლში კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონე იმატებს, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევისას, გაფანტული სკლეროზისას, ჰემოგლობინის დაბალი დონისას, სასქესო ჰორმონების კონცენტრაციისას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისას (მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინსულტური მდგომარეობა), ღვიძლის დაავადებებისას“, − აცხადებს ექიმი.
ამასთან სპეციალისტმა აღნიშნა, რომ არ ღირს, თვითნებურად და წინასწარ დაუსვათ თავს დიაგნოზი და შემდეგ ამაზე ინერვიულოთ, ვინაიდან ადამიანები ყველაზე ხშირად მაინც დაღლილობის, ძილის უკმარისობის, სტრესისა და მოწყენილობის დროს ამთქნარებენ.
გარდა ამისა, ფალაჰის თქმით, ნორმალურ მდგომარეობაში ადამიანი შეიძლება ამთქნარებდეს ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ანტიდეპრესანტების მიღების შემდეგ.