როდისაა მთქნარება სახიფათო დაავადებების მაცნე: ექიმის განმარტება

© Pexels / Andrea Piacquadioმამაკაცი მთქნარებისას
მამაკაცი მთქნარებისას - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ნევროლოგის თქმით, თუ მთქნარება დაღლილობით ან ძილის უკმარისობითაა გამოწვეული, მაშინ ექიმის ჩარევა საჭირო არ არის, მაგრამ თუ ის სხვა სიმპტომების ფონზე ჩნდება, ეს უკვე სახიფათოა.

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. რატომ არის მთქნარება გადამდები და შეიძლება თუ არა ძალიან ხშირი მთქნარება სახიფათო იყოს – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, ექიმმა−ნევროლოგმა ოლგა გოლუბინსკაიამ განმარტა რადიო Sputnik-თან საუბრისას.

ექიმი უყურებს რენტგენის სურათს - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
ჰაერის უკმარისობა ყოველთვის ფილტვების ბრალი არ არის: ექიმი სხვა მიზეზებს ასახელებს

სპეციალისტის თქმით, ადამიანები ჩვეულებრივ მაშინ ამთქნარებენ, როცა ეძინებათ, ან როდესაც უკვე მოსვენებულ მდგომარეობაში არიან.

მთქნარება — ეს არის რეფლექსი, რომელიც აღიძვრება დაღლილობისას, ადამიანის დახუთულ და გაბოლილ ოთახში ყოფნისას, გულის მუშაობის გაუარესებისას, კუნთების აქტივობის შემცირებისას ან ძილ-ღვიძილში ყოფნისას. მთქნარება საშუალებას გვაძლევს, მოვიხსნათ დაღლილობა, ფსიქიკური დატვირთვა, განვაახლოთ ჰაერი ფილტვებში.

მთქნარება — ეს რეფლექტორული პროცესია, რომელიც ტვინს გააქტიურების შესაძლებლობას აძლევს.

„ცვალებად გრაფიკს, სხვა სასაათო სარტყელებში გადაფრენას, ბიოლოგიური რიტმების ნებისმიერ დარღვევასა და ძილის შემდგომ ინვერსიას მთქნარების ფენომენი მოსდევს. თუ ძილი არაეფექტურია, ადამიანი დღისით პერიოდულად ამთქნარებს“, — ამბობს ექიმი.

ნევროლოგის თქმით, თუ დღისით მთქნარება მუდმივ სახეს იღებს, ეს შესაძლოა იყოს ტვინში ჟანგბადის უკმარისობის ან სხვა სერიოზული დაავადებების მაუწყებელი.

„მთქნარება შეიძლება ახლდეს, მაგალითად, გულის უკმარისობას. გარდა ამისა, ხშირი ან მუდმივი მთქნარება ასევე შეიძლება იჩენდეს თავს ძილის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობებისას — ნევროზებისა და დეპრესიების შემთხვევაში“, — აცხადებს გოლუბინსკაია.

შიში - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
ამოიცანით და შეაჩერეთ: პანიკის შეტევა – ნიშნები და შეჩერების მეთოდები

როგორც სპეციალისტი განმარტავს, თუ მთქნარება დაღლილობით ან ძილის უკმარისობითაა გამოწვეული, მაშინ ექიმის ჩარევა საჭირო არ არის. მაგრამ თუ ის სხვა თანმდევი სიმპტომების ფონზე ჩნდება, ეს უკვე სახიფათოა.

„არსებობს თანმდევი ფენომენები: ასთენია, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების გაფანტულობა, თავის ტკივილი, ცუდი განწყობა, წნევის ცვალებადობა. ვეგეტატიური სიმპტომატიკა ხშირად უბიძგებს ადამიანს, ამთქნაროს“, — დააზუსტა ნევროლოგმა.

ამასთან ექიმმა განმარტა, რატომაა მთქნარება ესოდენ გადამდები და რატომ ვერ ვიკავებთ თავს, თუ ახლომახლო ვინმე ამთქნარებს.

მისი თქმით, ეს ტვინის ნეირონების დამსახურებით ხდება, რომლებიც დანახულ სურათს სარკისებურად ირეკლავს და შესაბამის რეაქციას იწვევს. თუმცა, გამორიცხული არ არის, ასეთი „სარკისებური“ რეაქცია არც გაჩნდეს, და ესეც ნორმალურია.

„ვიღაცას კარგად უმუშავებს ობიექტის ვიზუალიზაცია, ვიღაცას — არა“, — ამბობს ექიმი და აზუსტებს, რომ ასეთ სარკისებურ რეაქციებს მხოლოდ მთქნარება არ იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0