სასახლეში ჭაღების მწმენდავზე ვაკანსიაა – დაქირავებულს 30 ათას დოლარზე მეტს უხდიან

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ცნობილი ხდება, რომ ბუკინგემის სასახლეში ვაკანსიაა. საუბარია ადამიანზე, რომლის მოვალეობაც იქნება სასახლეში არსებული უზარმაზარი და ისტორიული ჭაღების წმენდა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ II - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2017
დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრების წლისთავი მიულოცა
ახალი კადრის სამუშაო დრო კვირაში 20-დან 40 საათამდე იქნება, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება 22.600 ფუნტი სტერლინგით (30.328 აშშ დოლარი) განისაზღვრება.
ახალ კადრს მეტი დატვირთვით მოუწევს მუშაობა სადღესასწაულო პერიოდში, რადგან ამ დროს ბუკინგემის სასახლე ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. ამისთვის კი ადმინისტრაცია დამატებით ანაზღაურებას გამოყოფს.
ცნობილია, რომ სასახლეში მუშაობის დაწყებამდე დასაქმებული სპეციალურ მომზადებას გაივლის სასახლის თანამშრომლებთან, რათა ზუსტად იცოდეს ისტორიული ჭაღების და სხვა ძვირფასი ნივთების მოვლის სპეციფიკა.
ყველა ახალი ამბავი
0