https://sputnik-georgia.com/20211020/ass-si-koronavirusis-delta-stamis-axali-saxesxvaoba-daafiqsires-261348573.html
აშშ-ში კორონავირუსის „დელტა“ შტამის ახალი სახესხვაობა დააფიქსირეს
აშშ-ში კორონავირუსის „დელტა“ შტამის ახალი სახესხვაობა დააფიქსირეს
Sputnik საქართველო
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის „დელტაზე“ 10-15%-ით უფრო გადამდებია 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T22:23+0400
2021-10-20T22:23+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559229_0:353:2385:1695_1920x0_80_0_0_a9572c3328f682d72833a54f9d6c7fc8.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. „დელტა“ შტამის დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი სახესხვაობა AY4.2 აშშ-ში დააფიქსირეს, აღნიშნა ბრიფინგზე ოთხშაბათს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC ) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ. იუწყება РИА Новости.„ვირუსის გავრცელების პარალელურად ვლინდება ახალი ვარიანტები. ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვარიანტი AY4.2, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს და „დელტა“ შტამის სახესხვაობაა. ჩვენ პერიოდულად ვხედავთ მას აქ, შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჯერჯერობით არ აღინიშნება მისი რაოდენობის ზრდა ან მისი კლასტერების გაჩენა“, - აღნიშნა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ვალენსკიმ.აშშ-ში გავრცელებული მთავარი შტამი კვლავ „დელტაა“, ის ინფიცირებულთა 99,7%-ს უვლინდება.ადრე მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში განაცხადეს კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შესახებ, ვიდრე „დელტა“ შტამია. ბრიტანელ ექსპერტთა განცხადებით, ახალი ვარიანტი AY.4.2 შეიძლება 10-15%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“ შტამია. თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ეს ვარიანტი შეიძლება ყველაზე გადამდები გახდეს ვირუსის გავრცელების დღიდან.როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, AY.4.2 ვარიანტი ახლახან აღმოაჩინეს და შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიზეზი იყოს. ახალი ვარიანტი დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა 10%-ს უვლინდება, მისი წილი კი ინფიცირების შემთხვევებში სწრაფად იზრდება. ახალი ვარიანტი ისრაელშიც დააფიქსირეს.
https://sputnik-georgia.com/20211020/batumsi-koronavirusis-sawinaarmdego-vaqcinit-zrdasruli-mosaxleobis-60-procentze-metia-acrili-261346084.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559229_0:130:2385:1919_1920x0_80_0_0_7717612f98f8300f0c34cb44c7e5bbe8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ-ში კორონავირუსის „დელტა“ შტამის ახალი სახესხვაობა დააფიქსირეს
22:23 20.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის „დელტაზე“ 10-15%-ით უფრო გადამდებია
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. „დელტა“ შტამის დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი ახალი სახესხვაობა AY4.2 აშშ-ში დააფიქსირეს, აღნიშნა ბრიფინგზე ოთხშაბათს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC ) ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ. იუწყება
РИА Новости. „ვირუსის გავრცელების პარალელურად ვლინდება ახალი ვარიანტები. ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვარიანტი AY4.2, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს და „დელტა“ შტამის სახესხვაობაა. ჩვენ პერიოდულად ვხედავთ მას აქ, შეერთებულ შტატებში, მაგრამ ჯერჯერობით არ აღინიშნება მისი რაოდენობის ზრდა ან მისი კლასტერების გაჩენა“, - აღნიშნა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ვალენსკიმ.
აშშ-ში გავრცელებული მთავარი შტამი კვლავ „დელტაა“, ის ინფიცირებულთა 99,7%-ს უვლინდება.
ადრე მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში განაცხადეს კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტის გავრცელების შესახებ, ვიდრე „დელტა“ შტამია. ბრიტანელ ექსპერტთა განცხადებით, ახალი ვარიანტი AY.4.2 შეიძლება 10-15%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე „დელტა“ შტამია. თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ეს ვარიანტი შეიძლება ყველაზე გადამდები გახდეს ვირუსის გავრცელების დღიდან.
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, AY.4.2 ვარიანტი ახლახან აღმოაჩინეს და შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის მიზეზი იყოს. ახალი ვარიანტი დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულთა 10%-ს უვლინდება, მისი წილი კი ინფიცირების შემთხვევებში სწრაფად იზრდება. ახალი ვარიანტი ისრაელშიც დააფიქსირეს.