მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს – ორგანო გამართულად ფუნქციონირებს

© Pixabay / sasintექიმები საოპერაციოში
ექიმები საოპერაციოში - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ნიუ-იორკელმა ქირურგებმა წარმატებით გადაუნერგეს ადამიანს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელები, ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, გადანერგვის ოპერაცია ნიუ-იორკის ტრანსპლანტალოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რობერტ მონტგომერიმ ჩაატარა. მისი თქმით, თირკმელები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულ პაციენტს გადაუნერგეს, რომლის ტვინიც უკვე მკვდარი იყო და ამასთან თირკმლის დისფუნქციაც აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახი ექსპერიმენტს მას შემდეგ დათანხმდა, რაც ავადმყოფის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გათიშვა გადაწყდა.
ირკვევა, რომ ღორის გენები იმგვარად იყო შეცვლილი, რომ მისი ქსოვილები აღარ შეიცავდა იმ მოლეკულებს, რომლებსაც ორგანიზმი უცხო სხეულებად აღიქვამდა და მყისიერად უარყოფდა. შესაბამისად, გადანერგილმა ორგანომ თითქმის მაშინვე დაიწყო ნორმალური ფუნქციონირება.
პატიმარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2021
ჩინეთში პატიმრებს, შესაძლოა, იძულებით უღებდნენ ორგანოებს: გაეროს 12 ექსპერტის დასკვნა
რობერტ მონტგომერის აზრით, გენმოდიფიცირებული ღორები შეიძლება გახდნენ „ორგანოების მდგრადი და განახლებადი წყარო“.

„ეს უზარმაზარი გარღვევაა, ძალიან დიდი მიღწევაა. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავადგინოთ, რამდენ ხანს იმუშავებს ორგანო“, − აღნიშნა ქირურგმა.

იმ შემთხვევაში, თუ მეცნიერები შეძლებენ გენმოდიფიცირებულ ღორებში გამოზარდონ ადამიანისთვის გადასანერგი ორგანოები, ეს შვება იქნება ტრანსპლანტაციის რიგში მდგარი უამრავი ადამიანისთვის. ასეთი კი მხოლოდ ამერიკაში 100 ათასი კაცია, მათგან 90 ათასს სწორედ თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება.
გენმოდიფიცირებული ღორის (რომელსაც სახელად GalSafe ეწოდა) ხორცის ალერგიული ადამიანებისთვის საკვებად მოხმარება და მისი თერაპიული საშუალებების პოტენციურ წყაროდ გამოყენება 2020 წლის დეკემბერში მოიწონა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სააგენტომ (FDA). თუმცა გენმოდიფიცირებული ღორის საფუძველზე შემუშავებულ სამედიცინო პროდუქტებს FDA-ს სპეციალური დასტური არ მიუღია.
ყველა ახალი ამბავი
0