თბილისში 23 ოქტომბრიდან ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ

© Tbilisi City Hallახალი მიკროავტობუსები
ახალი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩანაცვლება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში 23 ოქტომბრიდან დამატებით 54 ახალი მიკროავტობუსი და ISUZU-ს მარკის 38 8-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რაც შეეხება ახალი მარშრუტების სქემას, 23 და 28 ოქტომბერს ავტობუსის ახალი მარშრუტები N319 და N330 ამოქმედდება. ასევე უკვე არსებულ N32 მარშრუტზე მოძრავი ოთხი მოძველებული ავტობუსი ხუთი ახალი ავტობუსით ჩანაცვლდება. N54 მარშრუტს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სამი ახალი ავტობუსი დაემატება, ხოლო N15 ხაზს დამატებით ერთი ახალი ავტობუსი შეემატება.
გარდა ამისა, N403 მარშრუტს დაემატება სამი ერთეული მიკროავტობუსი, რაც მგზავრთა მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს. ასევე ამოქმედდება მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები: N415, N430, N434, N438, N449, N450, N478, N481, N484, N485, N487.

„მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი მარშრუტკა არ იმოძრავებს დედაქალაქში... დღის განმავლობაში დაახლოებით 400 ათასი მგზავრი გადაჰყავს (საზოგადოებრივ ტრანსპორტს) და, დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი მომდევნო წლების განმავლობაში გაიზრდება, რადგან ჩვენ გვეყოლება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, კონკრეტულად რა მიმართულებით იმოძრავებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახლად დამატებული ხაზები, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.
ავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
თბილისელებს ახალი მიკროავტობუსები და ავტობუსები მოემსახურება
კალაძის თქმით, მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით კიდევ 18-მეტრიანი 200 ავტობუსის შესყიდვას გეგმავს, რომლებიც თავიანთი გაბარიტებიდან გამომდინარე კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებენ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს.
ISUZU-ს მარკის EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე. მასში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.
ყველა ახალი ამბავი
0