Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სპეციალისტები განგაშს ტეხენ – კლინიკები გადატვირთულია

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
საქართველო მეხუთე ტალღის წინაშე დგას – ე.წ. დადებითობის სადღეღამისო მაჩვენებელმა თითქმის 10 პროცენტს მიაღწია.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ რთულია – კლინიკები გადავსებულია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 9,77%-ს შეადგენს, გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევებიც. ამასთან ერთად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის ტემპი.

„ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. გასული 24 საათის განმავლობაში 2.400-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 40-ზე მეტი გარდაცვალებაა. კლინიკები დატვირთულია. თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია, რადგან თბილისში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო შედარებით ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის ციფრებიც“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა იმუნიზაციის დაბალი დონის გამო, განსაკუთრებით – რეგიონებში.
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
დაიშვებიან თუ არა არავაქცინირებული პირები რესტორნებში? – თურნავას განმარტება
„უკვე დაიწყო ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია. 50 ლოკაციაა შერჩეული, რათა ვაქცინაციის მარათონი, რომელიც დღეიდან დაიწყო, მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდეს თბილისიდან ჩასულ ბრიგადებთან ერთად“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ქართველი სპეციალისტები განგაშს ტეხენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. ამ დროისათვის სრულად, ორჯერადად აცრილია 900.916 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 31,5%-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგების განცხადებით, პანდემიის დასამარცხებლად საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის აცრა.
ყველა ახალი ამბავი
0