https://sputnik-georgia.com/20211018/daishvebian-tu-ara-aravaqcinirebuli-pirebi-restornebshi-turnava-260645086.html
დაიშვებიან თუ არა არავაქცინირებული პირები რესტორნებში? – თურნავას განმარტება
დაიშვებიან თუ არა არავაქცინირებული პირები რესტორნებში? – თურნავას განმარტება
Sputnik საქართველო
ქართველი სპეციალისტები ბოლო პერიოდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო. 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T15:16+0400
2021-10-18T15:16+0400
2023-08-17T18:14+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251749869_0:80:3001:1768_1920x0_80_0_0_10f7b757087e144db4e70b59ff69c610.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ განიხილავს რესტორნებში, სასტუმროებსა და სხვა ბიზნეს-ობიექტებში არავაქცინირებული პირებისთვის მომსახურებაზე შეზღუდვების დაწესებას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.თურნავას თქმით, მსგავსი შეზღუდვები ევროპის იმ ქვეყნებში წესდება, სადაც ვაქცინირებულ მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი 60–70%-ს აჭარბებს.მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მკაცრი შეზღუდვები შედარებით უმტკივნეულო, დასძინა მინისტრმა.ქართველი სპეციალისტები ბოლო პერიოდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო.ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ სცდება, მაშინ, როცა აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნული რიცხვი 20–25 ათასს აღწევდა. მთავრობის მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა.ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.914.269 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.011.376 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 902.660 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2.260 ადამიანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/11/251749869_268:0:2731:1847_1920x0_80_0_0_16f53bc4386ba862485dc6584b3b0ba3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
დაიშვებიან თუ არა არავაქცინირებული პირები რესტორნებში? – თურნავას განმარტება
15:16 18.10.2021 (განახლებულია: 18:14 17.08.2023) ქართველი სპეციალისტები ბოლო პერიოდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ განიხილავს რესტორნებში, სასტუმროებსა და სხვა ბიზნეს-ობიექტებში არავაქცინირებული პირებისთვის მომსახურებაზე შეზღუდვების დაწესებას, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თურნავას თქმით, მსგავსი შეზღუდვები ევროპის იმ ქვეყნებში წესდება, სადაც ვაქცინირებულ მოქალაქეთა პროცენტული მაჩვენებელი 60–70%-ს აჭარბებს.
მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მკაცრი შეზღუდვები შედარებით უმტკივნეულო, დასძინა მინისტრმა.
„ჩვენ ჯერჯერობით იძულების ზომებს (ვაქცინაციის) არ განვიხილავთ. თუმცა მე პირადად მივესალმები ცალკეული ბიზნესის ინიციატივებს, გახდნენ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებელი“, – განაცხადა თურნავამ.
ქართველი სპეციალისტები ბოლო პერიოდში შეშფოთებას გამოთქვამენ ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო.
ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 5 ათასს არ სცდება, მაშინ, როცა აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში აღნიშნული რიცხვი 20–25 ათასს აღწევდა. მთავრობის მიზანი წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაა.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.914.269 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.011.376 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 902.660 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2.260 ადამიანი