https://sputnik-georgia.com/20211019/shatalovas-saqme-dakavebulia-kidev-erti-piri-260675091.html
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი პირი
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი პირი
Sputnik საქართველო
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც 25 წლის ქალი ბათუმის ვიცე-მერ... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T12:16+0400
2021-10-19T12:16+0400
2021-10-19T16:11+0400
საზოგადოება
რუსეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1589:895_1920x0_80_0_0_4456185d3f8b2933fbfda80a952fa27c.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისში კიდევ ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.შატალოვა 17-18 ოქტომბრის ღამეს საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის.თუ რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი, უცნობია. როგორც შსს-ში „Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დეტალებზე უწყებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.მასმედიაში შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას განიხილავენ.დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დროებითი მოთავსების იზოლატორში ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა, რომელთა განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დანაშაულს არ აღიარებენ. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული არიან ჯაბაევი, იმ ბინის მეპატრონე, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ, და ასევე წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია. სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელმა ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას. შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც 25 წლის ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.გუშინ ჩხრეკა ბერიძის სახლშიც ჩატარდა, სამართალდამცველებმა ბერიძის ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები ამოიღეს. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.
https://sputnik-georgia.com/20211018/rusi-qalis-mkvleloba-tbilissi-ra-aris-cnobili-am-droistvis-260661892.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259659622_0:0:1162:872_1920x0_80_0_0_5c097095ec484a073549c82f0cc811ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რუსეთი, ახალი ამბები
საზოგადოება, რუსეთი, ახალი ამბები
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: დაკავებულია კიდევ ერთი პირი
12:16 19.10.2021 (განახლებულია: 16:11 19.10.2021) შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც 25 წლის ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თბილისში კიდევ ერთი პირი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი 2“.
შატალოვა 17-18 ოქტომბრის ღამეს საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული იმ სახლის სადარბაზოსთან მოხდა, სადაც ქალი ბინას ქირაობდა. რამდენიმე საათში საქმეზე დააკავეს ორი პირი, ერთი – მკვლელობის ბრალდებით, მეორე – დანაშაულში თანამონაწილეობისთვის.
თუ რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი, უცნობია. როგორც შსს-ში
„Sputnik–საქართველოს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დეტალებზე უწყებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
მასმედიაში შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას განიხილავენ.
დაკავებულებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დროებითი მოთავსების იზოლატორში ისინი უკვე მოინახულეს ადვოკატებმა, რომელთა განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები დანაშაულს არ აღიარებენ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული არიან ჯაბაევი, იმ ბინის მეპატრონე, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ, და ასევე წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია. სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელმა ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც 25 წლის ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
გუშინ ჩხრეკა ბერიძის სახლშიც ჩატარდა, სამართალდამცველებმა ბერიძის ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები ამოიღეს. ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეში ბერიძე ფიგურირებს თუ არა, შსს-ში ამის თაობაზე განცხადება არ გაკეთებულა.