https://sputnik-georgia.com/20211018/rusi-qalis-mkvleloba-tbilissi-ra-aris-cnobili-am-droistvis-260661892.html
რუსი ქალის მკვლელობა თბილისში - რა არის ცნობილი ამ დროისთვის
რუსი ქალის მკვლელობა თბილისში - რა არის ცნობილი ამ დროისთვის
Sputnik საქართველო
ყოფილი მოხელის ბინიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და სხვა პირადი ნივთები 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T20:37+0400
2021-10-18T20:37+0400
2021-10-18T20:37+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553557_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_5bb6b57197d85a08338b2a01ceb61f92.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ახალგაზრდა რუსი ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ქალაქ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკა.შატალოვა გასულ ღამეს საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული მაშინ მოხდა, როდესაც ქალი გამოვიდა სახლიდან, სადაც ბინას ქირაობდა. მალევე საქმეზე დააკავეს ორი პირი - ერთი მკვლელობის ბრალდებით, მეორე - დანაშაულში თანამონაწილეობისთვის.ბერიძე დაკავებული არ არის. აქვს თუ არა მას კავშირი მკვლელობასთან და რა მიზეზით გაჩხრიკა მისი სახლი პოლიციამ, ამაზე შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ცნობილია, რომ პოლიციამ კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.მასმედია ბერიძეზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გაირკვა თბილისში მოკლული ქალის ვინაობა. შატალოვასა და ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ.პოლიტიკოსთან ურთიერთობაადრე სხვადასხვა ტელეარხისა და ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში შატალოვას ბერიძესთან კონფლიქტზე არაერთხელ უსაუბრია. ქალის თქმით, ბერიძე მას დაქორწინებას შეჰპირდა. ამიტომ ქალი მასთან თბილისიდან ბათუმში გადასახლდა და ბავშვიც გააჩინა.მოგვიანებით შატალოვამ გაიგო, რომ ბერიძე უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. გაყრას ბერიძე არ აპირებდა.როგორც შატალოვა აცხადებდა, მალე ბერიძეს ოპერაცია გაუკეთეს, მას თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა დაუდგინდა. მას შემდეგ იგი ძალიან აგრესიული და ეჭვიანი გახდა. წყვილი რამდენჯერმე დაშორდა და შერიგდა. მორიგი შერიგების შემდეგ ბერიძემ, შატალოვას თანხმობით, ბავშვი რამდენიმე დღით თავისთან წაიყვანა, თუმცა დედას აღარ დაუბრუნა.შატალოვას თქმით, გასული წლის სექტემბერში, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს, ბავშვს ბერიძის მეუღლე ზრდიდა. შვილის დასაბრუნებლად ახალგაზრდა ქალმა ადვოკატი დაიქირავა, რის საპასუხოდაც ბერიძემ მას პროსტიტუციასა და ოქროს მოპარვაში დასდო ბრალი.როგორც ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა, შატალოვასა და ბერიძეს შორის ურთიერთობა მას შემდეგ მოგვარდა, რაც შატალოვამ ბიოლოგიური მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. ბერიძემ დედას შვილი დაუბრუნა და წყვილი შერიგდა, ამტკიცებს ადვოკატი.მისი თქმით, სასამართლო დავა მოხელესთან მას შემდეგ დასრულდა, რაც ბერიძემ პირობა შეასრულა და შვილი დედას თბილისში ჩამოუყვანა.„რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ საქმე ბატონი ზურაბის წყალობით მოვიგეთ. მას შემდეგ, რაც საქმეში პრესა ჩავრთეთ, მან პირადად დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, და დამპირდა, რომ ბავშვს მეორე დღესვე ჩამოიყვანდა. მან პირობა შეასრულა და ამგვარად სამართლებრივი დავა დასრულდა. ამის შემდეგ ანასტასია მირეკავდა, ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.სხვა ადვოკატი, პაატა შავაძე ამტკიცებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შატალოვა და ბერიძე შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.მეტიც, ახალგაზრდა ქალი ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ადვოკატის სიტყვებით, აღნიშნული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდებოდა.შავაძის ინფორმაციით, ბერიძეს ბრალდებულია ფიზიკურ ძალადობაში და სასამართლომ იგი 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.„მას მუდმივად ჰქონდა შიშები, რამდენჯერმე უთქვამს, რომ მომკლავენო. ყოფილი ვიცე-მერი ზურა ბერიძე ბრალდებულია 126-ე, ფიზიკური ძალადობის მუხლით. მან ფიზიკურად იძალადა შატალოვასა და საკუთარ შვილზე. საქმე აღძრულია და ძალიან გაგვიკვირდა, რომ მოსამართლემ 50.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა“, – განაცხადა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.პირველი კომენტარი მკვლელობაზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა გააკეთა.„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ ბერიძემ.სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
https://sputnik-georgia.com/20211018/sss-rusetis-moqalaqis-mkvlelobis-saqmeze-aqtiuri-sagamoziebo-ronisziebebi-mimdinareobs-260660728.html
https://sputnik-georgia.com/20211018/rusetis-moqalaqis-mkvlelobis-saqmeze-ori-piri-daakaves-260657881.html
https://sputnik-georgia.com/20211018/mkvleloba-tbilissi-ucxoieli-qali-cacxriles-260635325.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553557_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c32830cd734985459976fcf0a2897bc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში
რუსი ქალის მკვლელობა თბილისში - რა არის ცნობილი ამ დროისთვის
ყოფილი მოხელის ბინიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და სხვა პირადი ნივთები
თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. თბილისში ახალგაზრდა რუსი ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მალევე პოლიციამ ქალაქ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლი გაჩხრიკა.
შატალოვა გასულ ღამეს საბურთალოს რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. დანაშაული მაშინ მოხდა, როდესაც ქალი გამოვიდა სახლიდან, სადაც ბინას ქირაობდა. მალევე საქმეზე დააკავეს ორი პირი - ერთი მკვლელობის ბრალდებით, მეორე - დანაშაულში თანამონაწილეობისთვის.
ბერიძე დაკავებული არ არის. აქვს თუ არა მას კავშირი მკვლელობასთან და რა მიზეზით გაჩხრიკა მისი სახლი პოლიციამ, ამაზე შსს ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ცნობილია, რომ პოლიციამ კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო.
მასმედია ბერიძეზე მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გაირკვა თბილისში მოკლული ქალის ვინაობა. შატალოვასა და ბერიძეს საერთო შვილი ჰყავთ.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ხვიჩა ქადაგიძემ.
ადრე სხვადასხვა ტელეარხისა და ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში შატალოვას ბერიძესთან კონფლიქტზე არაერთხელ უსაუბრია. ქალის თქმით, ბერიძე მას დაქორწინებას შეჰპირდა. ამიტომ ქალი მასთან თბილისიდან ბათუმში გადასახლდა და ბავშვიც გააჩინა.
მოგვიანებით შატალოვამ გაიგო, რომ ბერიძე უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. გაყრას ბერიძე არ აპირებდა.
როგორც შატალოვა აცხადებდა, მალე ბერიძეს ოპერაცია გაუკეთეს, მას თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა დაუდგინდა. მას შემდეგ იგი ძალიან აგრესიული და ეჭვიანი გახდა. წყვილი რამდენჯერმე დაშორდა და შერიგდა. მორიგი შერიგების შემდეგ ბერიძემ, შატალოვას თანხმობით, ბავშვი რამდენიმე დღით თავისთან წაიყვანა, თუმცა დედას აღარ დაუბრუნა.
შატალოვას თქმით, გასული წლის სექტემბერში, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს, ბავშვს ბერიძის მეუღლე ზრდიდა. შვილის დასაბრუნებლად ახალგაზრდა ქალმა ადვოკატი დაიქირავა, რის საპასუხოდაც ბერიძემ მას პროსტიტუციასა და ოქროს მოპარვაში დასდო ბრალი.
როგორც ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განაცხადა, შატალოვასა და ბერიძეს შორის ურთიერთობა მას შემდეგ მოგვარდა, რაც შატალოვამ ბიოლოგიური მამის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. ბერიძემ დედას შვილი დაუბრუნა და წყვილი შერიგდა, ამტკიცებს ადვოკატი.
„ბოლოს ანასტასია შატალოვას მიმდინარე წლის ივნისში ვესაუბრე. მითხრა, რომ ზურაბ ბერიძეს შეურიგდა და ერთად ცხოვრობდნენ ბათუმში. მათ ბინა თბილისშიც ჰქონდათ დაქირავებული და სახლს აშენებდნენ“, - აღნიშნა ბიბილეიშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო დავა მოხელესთან მას შემდეგ დასრულდა, რაც ბერიძემ პირობა შეასრულა და შვილი დედას თბილისში ჩამოუყვანა.
„რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ საქმე ბატონი ზურაბის წყალობით მოვიგეთ. მას შემდეგ, რაც საქმეში პრესა ჩავრთეთ, მან პირადად დამირეკა და მითხრა, რომ ბავშვები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, და დამპირდა, რომ ბავშვს მეორე დღესვე ჩამოიყვანდა. მან პირობა შეასრულა და ამგვარად სამართლებრივი დავა დასრულდა. ამის შემდეგ ანასტასია მირეკავდა, ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
სხვა ადვოკატი, პაატა შავაძე ამტკიცებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შატალოვა და ბერიძე შერიგდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მეტიც, ახალგაზრდა ქალი ბერიძისთვის შემაკავებელი ორდერის ვადის გაგრძელებას ითხოვდა. ადვოკატის სიტყვებით, აღნიშნული საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდებოდა.
შავაძის ინფორმაციით, ბერიძეს ბრალდებულია ფიზიკურ ძალადობაში და სასამართლომ იგი 50.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
„მას მუდმივად ჰქონდა შიშები, რამდენჯერმე უთქვამს, რომ მომკლავენო. ყოფილი ვიცე-მერი ზურა ბერიძე ბრალდებულია 126-ე, ფიზიკური ძალადობის მუხლით. მან ფიზიკურად იძალადა შატალოვასა და საკუთარ შვილზე. საქმე აღძრულია და ძალიან გაგვიკვირდა, რომ მოსამართლემ 50.000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა“, – განაცხადა ადვოკატმა, პაატა შავაძემ.
პირველი კომენტარი მკვლელობაზე ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა გააკეთა.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ ბერიძემ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „განზრახ მკვლელობის“ მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.