საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე ქომაგებს დაუშვებენ

© Facebookსაქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ბათუმის კლუბი დედაქალაქის გუნდს შვიდი ქულით უსწრებს.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის XXX ტურის მატჩს ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გულშემატკივრები დაესწრებიან, ნათქვამია ბათუმის კლუბის განცხადებაში.
მატჩს, რომელიც 20 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება, დაესწრება სტადიონის საერთო ტევადობის 33% – დაახლოებით 7 ათასი მაყურებელი. ეს გადაწყვეტილება სფფ-ის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მატჩი ორ „დინამოს“ შორის შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს. ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე ბათუმის კლუბი დედაქალაქის გუნდს შვიდი ქულით უსწრებს და საკუთარ მოედანზე გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველი ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.
„დინამო“ ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა
თუ თბილისის „დინამო" გასვლაზე მაინც მოახერხებს მოგებას, მეტოქეებს შორის სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდება და დედაქალაქურ კლუბს ექნება შანსი დაეწიოს ბათუმის „დინამოს" ჩემპიონატის დარჩენილ თამაშებში.
აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში მეტოქეები უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში გამარჯვება შავი ზღვის კლუბმა იზეიმა (1: 0, 1: 0, 2: 1).
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო საქართველოს ჩემპიონატის ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0