https://sputnik-georgia.com/20210913/batumis-dinamom-gaimyara-lideroba-saqartvelos-fexburtis-cempionatsi-259568062.html
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა
Sputnik საქართველო
ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამოს" 47 ქულა აქვს, ხოლო დედაქალაქის „დინამოს" – 44 ქულა. 13.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-13T22:32+0400
2021-09-13T22:32+0400
2021-09-13T23:54+0400
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252503861_0:39:1344:795_1920x0_80_0_0_b3e1b32584f20aa682c8d649e96ee418.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXIII ტურის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამომ" სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა. ბოლო ტურში გია გეგუჩაძის აღსაზრდელები გასვლაზე თბილისის „საბურთალოს“ დაუზავდნენ (1:1), ხოლო თბილისის „დინამო“ ვერაფერს გახდა ეროვნული ლიგის ახალბედა „თელავთან“ და ანგარიშით 0:1 წააგო. ამრიგად, ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამოს" 47 ქულა აქვს, ხოლო დედაქალაქის „დინამოს" – 44 ქულა. მესამეა გორის „დილა" 38 ქულით. ამასთან სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა წინაა. გეგუჩაძის თქმით, არც აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ამ მხრივ რამე გაირკვევა.COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოს ჩემპიონატი თითქმის ერთი თვით შეჩერდა – ბოლო თამაში 13 აგვისტოს შედგა.XXIII ტურის შედეგები:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/04/252503861_74:0:1269:896_1920x0_80_0_0_a4c461db602d3dcaad7c7ac6d3ce5362.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა
22:32 13.09.2021 (განახლებულია: 23:54 13.09.2021) ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამოს" 47 ქულა აქვს, ხოლო დედაქალაქის „დინამოს" – 44 ქულა.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის XXIII ტურის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამომ" სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.
ბოლო ტურში გია გეგუჩაძის აღსაზრდელები გასვლაზე თბილისის „საბურთალოს“ დაუზავდნენ (1:1), ხოლო თბილისის „დინამო“ ვერაფერს გახდა ეროვნული ლიგის ახალბედა „თელავთან“ და ანგარიშით 0:1 წააგო.
ამრიგად, ჩემპიონატში ჩატარებული 23 მატჩის შემდეგ ბათუმის „დინამოს" 47 ქულა აქვს, ხოლო დედაქალაქის „დინამოს" – 44 ქულა. მესამეა გორის „დილა" 38 ქულით.
„დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, რადგან რეალურად გვქონდა ამისთვის ყველანაირი საშუალება. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი ფეხბურთიც ვაჩვენეთ, იმის მიუხედავად, რომ არაერთი შეცდომა დავუშვით. იმის გათვალისწინებით, რომ მთელი გუნდი მხოლოდ ორი დღის წინ შევიკრიბეთ და მეტი დრო არ გვქონია, მთლიანობაში ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა შეხვედრის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.
ამასთან სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა წინაა. გეგუჩაძის თქმით, არც აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ამ მხრივ რამე გაირკვევა.
COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოს ჩემპიონატი თითქმის ერთი თვით შეჩერდა – ბოლო თამაში 13 აგვისტოს შედგა.
„საბურთალო" – „დინამო" (ბათუმი) 1:1
„თელავი“ – „დინამო“ (თბილისი) 1:0
„დილა“ (გორი) – „ტორპედო“ (ქუთაისი) 1:2
„შუქურა“ (ქობულეთი) – „სამგურალი“ 0:0.