ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონი. ბირჟა
ლონდონი. ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში გაიზარდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,06%-ით გაიზარდა და 101,04 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,51%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,12%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 2,3% მოგებით 106,37 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 102,9 პუნქტის ფასით, 4,82% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,02%-ით გაიზარდა.
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება>>
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,16%-ით შემცირდა 101,66 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,72%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 4,11%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 15,4 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 113 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,34–15,95 ფუნტის დიაპაზონში.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 4,26%-ით და ერთ აქციაზე 6,37 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 269 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,11–6,45 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,9%-ით გაიზარდა 14,98 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 111 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,26–14,98 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0