პრემიერი: მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის დეპუტატების წერილზე კომენტარის გაკეთებისას.
70-ზე მეტმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლიაიენს და ევროპარლამენტის სპიკერს დავიდ–მარია სასოლის ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს და თავისუფალი იყოს იმ დრომდე, „სანამ მას არ მიეცემა საშუალება, წარდგეს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე“.

„მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს... ერთ რამეს ვეტყვი ყველას, რომ ამ სიაში ბევრი ქართული გვარები აღმოვაჩინეთ. ქართველი ევროპარლამენტარები მე არ ვიცი, მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ – კანონის აღსრულებას, სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

რამდენმა ევროპარლამენტარმაც არ უნდა გააკეთოს განცხადება, სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, რაც დადგენილია პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ. შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სააკაშვილის დაკავება
სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
პრემიერმა თანაპარტიელებს მოუწოდა, არჩევნების შემდეგ სააკაშვილზე აღარ ილაპარაკონ
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0