„გულში ჩახუტებული“ საქმე, ანუ მრავალშვილიანი დედის მოქსოვილი თოჯინები

© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძე
ნინო მელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
„ჩემი აზრით, ადამიანის ხასიათი აისახება მის ხელნაკეთ ნივთებში. როგორი თბილი გამოხედვა აქვთ ამ საოცარ სათამაშოებს...“ – ასეთი შეფასება მისცა ანი გაროზაშვილმა სოციალურ ქსელებში გამოფენილ ნინო მელაძის ნამუშევრებს და ძნელია ამას არ დაეთანხმო.
ქალბატონი ნინო დიასახლისი და ოთხი ულამაზესი ქალიშვილის დედაა. ყველასთვის მოულოდნელად, ერთ მშვენიერ დღეს ხელში საქსოვი აიღო და თოჯინები მოქსოვა. როცა ნახელავი ოჯახის წევრებმა მოუწონეს, ამის მერე გარისკა და ისინი საჯარო სივრცეში გამოფინა. თანაც „ამ ამბავში აიყოლია“ ასაკოვანი დედამთილიც, რომელმაც ასევე წარმატებულად კომპოზიციების ქარგვას მიჰყო ხელი.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძე თავის ნაქსოვ სათამაშოებთან ერთად
ნინო მელაძე თავის ნაქსოვ სათამაშოებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძე თავის ნაქსოვ სათამაშოებთან ერთად
- ქალბატონო ნინო, მრავალშვილიან დედას, დიასახლისს რატომ გაგიჩნდათ თოჯინების ქსოვის სურვილი?
- თოჯინების ქსოვის სურვილი გამიჩნდა გასული წლის შემოდგომაზე, კოვიდ-პანდემიის დროს, როდესაც ყველანი სახლში ვისხედით. მინდოდა, რომ იძულებითი განმარტოების მოწყენილობა და ერთფეროვნება რაიმეთი გადამეფარა და ცხოვრება გამეხალისებინა. ვიფიქრე, იქნებ თოჯინების ქსოვა დავიწყო–მეთქი. ინტერნეტში როცა ვხედავდი ნაქსოვ თოჯინებს, ძალიან მომწონდა.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძე ქალიშვილებთან ერთად
ნინო მელაძე ქალიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძე ქალიშვილებთან ერთად
- პირველივე ნამუშევარი გამოგივიდათ?
- ერთხელ, როცა მარტო დავრჩი, გადავწყვიტე ბაჭია მომექსოვა. ის იყო ჩემი პირველი ნამუშევარი. სიმართლე გითხრათ, ისე ვღელავდი, თითქოს მოსწავლე ვყოფილიყავი და მეორე დღეს ჩემი ნახელავი მკაცრ მასწავლებელს უნდა შეეფასებინა. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, პირველმა სათამაშომ ბევრი მოწონება დაიმსახურა, მოკლედ, „გამიმართლა“ ბაჭიამაც და გატაცებამაც.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ვიცი, რომ ქსოვის დროს უკვე ნაცნობ სქემებს იყენებთ, დარწმუნებული ვარ, საკუთარი პერსონაჟების შექმნის სურვილიც გაგიჩნდებათ...
- რადგანაც პატარა გამოცდილება უკვე მაქვს, ვცდილობ, რომ განსხვავებული სათამაშოები და თოჯინები მოვქსოვო, შეიძლება საკუთარი პერსონაჟებიც შევქმნა. ფანტაზიაც ხელს მიწყობს, წარმოიდგინეთ, ოთხი ბავშვისთვის სხვადასახვა დროს რამდენი ზღაპრის მოყოლა და ამბის მოგონება მიწევდა... ამიტომ, ვფიქრობ, ახალი თოჯინური გმირების შექმნა არ გამიჭირდება.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ალბათ ამ ნამუშევრების პირველი შემფასებლები თქვენი შვილები არიან, მოსწონთ რასაც ქმნით?
- დიახ, ჩემი ძირითადი შემფასებლები მეუღლე და შვილები არიან. რა თქმა უნდა, ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მათგან რჩევებსაც ვიღებ. ერთად ვარჩევთ თოჯინების ფერებს, იმას, თუ როგორი ფერის სამოსი ჩავაცვათ, როგორი თმის ფერი მოუხდებათ... მიხარია, რომ ოჯახის წევრებს მოსწონთ, რასაც ვაკეთებ. მათი ქება ყოველთვის იმის სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთო.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ამ ეტაპზე არც ერთი თოჯინა აღარ გაქვთ სახლში?
- არც ერთი აღარ დამრჩა. ბედნიერებას მანიჭებს საყვარელი ადამიანებისთვის გულის გახარება, ამიტომ სახლში არც ერთი თოჯინა აღარ მაქვს. მათი ნაწილი გაჩუქებულია, ნაწილი – შეკვეთით მოქსოვილი და გაყიდული. ეს, ერთი მხრივ, საწყენია, მაგრამ, მეორე მხრივ, მახარებს, რადგან იყიდება. იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ფასდება.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ვიცი, რომ თქვენი დედამთილის ნამუშევრებიც განათავსეთ თქვენს გვერდზე, მანაც პანდემიის დროს დაიწყო კომპოზიციების ქარგვა?
- ჩემი დედამთილი 81 წლისაა და ქარგვა გასულ ზამთარს დაიწყო. ყოველ ზამთარს ჩვენთანაა და ერთხელაც, რომ არ მოეწყინა, მას საქარგავი შევუძინე. ძალიან მოეწონა ქარგვის პროცესი და გადაწყვიტა ყველა შვილისთვის რაღაც მოექარგა და მათი გული გაეხარებინა. გამოუვიდა კიდეც. ახლა, შეიძლება ითქვას, ოჯახში პატარა სახელოსნოსავით გვაქვს.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის დედამთილის, ირა მელაძის ნამუშევარი
ნინო მელაძის დედამთილის, ირა მელაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის დედამთილის, ირა მელაძის ნამუშევარი
- თქვენი გოგონებიდან რომელს აღმოაჩნდა მსგავსი ნიჭი?
- ჩემს პატარა გოგონას ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს სულ ხატავს. საჯარო სკოლაში ხატვის წრეზე დადიოდა. ხატავს არა მარტო ფანქრით, გუაშით და აკვარელითაც. მართალია, როცა ამბობენ, რომ ოჯახში შექმნილ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს პატარებისთვის, ისინი ხომ იმას იმეორებენ, რასაც უფროსებისგან ხედავენ. ნუ გამოვა მხატვარი, სამაგიეროდ, ხელოვნების დამფასებელი იქნება და ეს ცხოვრებაში გემოვნებას და განწყობას ჩამოუყალიბებს.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- ნანობთ, რომ თავის დროზე არ გაჰყევით ამ გზას?
- ამჟამად რითიც ვარ დაკავებული, ძალიან მომწონს და სიამოვნებას მანიჭებს. ისე, კარგი იქნებოდა, აქამდეც დამეწყო ქსოვა, მაგრამ არც ახლა არის გვიანი. თანაც, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ.
© photo: courtesy of Nino Melkadzeნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
ნინო მელაძის ნაქსოვი თოჯინები
- საკუთარ მაგალითზე დარწმუნდით, რომ ხელოვნება ადამიანებს ცხოვრებას ულამაზებს?
- დიახ, ჩემმა თოჯინებმა უფრო გამილამაზა ცხოვრება. ისინი, გაგიკვირდებათ და, ცოცხალი არსებებივით მიყვარს. ამიტომ სანამ ადრესატამდე მივლენ, მათ გულში ვიხუტებ და ვეფერები ხოლმე. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, რადგან თითოეულ მათგანში დიდ სითბოს და სიყვარულს ვაქსოვ...
ყველა ახალი ამბავი
0