https://sputnik-georgia.com/20211019/mopedebis-mzgolebs-am-kategoriis-martvis-mowmobis-ageba-mouwevs-260673096.html
მოპედების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ
მოპედების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპედები ავტოსაგზაო შემთხვევებში ხშირად ხვდებიან, მაგრამ ვიდეოკამერებით მათი გაკონტროლება ვერ ხერხდება. 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T11:17+0400
2021-10-19T11:17+0400
2021-10-19T15:46+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249136613_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_2ccb3d30ca66b936ee01b39196bdc37a.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს კანონპროექტს, რომლის თანახმად, მოპედების რეგისტრაცია და მის სამართავად შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღება სავალდებულო იქნება.მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდება და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი. კერძოდ, სავალდებულო გახდება როგორც მოპედის რეგისტრაცია, ასევე ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.
https://sputnik-georgia.com/20210505/mopedebis-mZRolebs-marTvis-mowmobebis-aReba-mouwevT-251646696.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249136613_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_3ac3adbd02414eb7753b300b19d469b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი
მოპედების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ
11:17 19.10.2021 (განახლებულია: 15:46 19.10.2021) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოპედები ავტოსაგზაო შემთხვევებში ხშირად ხვდებიან, მაგრამ ვიდეოკამერებით მათი გაკონტროლება ვერ ხერხდება.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს კანონპროექტს, რომლის თანახმად, მოპედების რეგისტრაცია და მის სამართავად შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის აღება სავალდებულო იქნება.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს გულისხმობს.
კანონპროექტის თანახმად, მოპედები მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს გაუთანაბრდება და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის არის დადგენილი. კერძოდ, სავალდებულო გახდება როგორც მოპედის რეგისტრაცია, ასევე ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ჩატარებული კვლევები და დადგინდა, რომ მოპედების მართვა ხდება რეგულაციების გარეშე. მაგალითად, 13-15 წლის ახალგაზრდას შეუძლია, რომ შეიძინოს მოპედი და ყოველგვარი რეგულაციების გარეშე გადაადგილდეს. ეს, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ქმნის ისეთ სიტუაციებს, რომლებიც მთავრდება არასასურველი შედეგებით“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
კიდევ ერთი ცვლილება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ის არის, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.
მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.